workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
გვარდიოლამ  მომავალი სეზონი დაგეგმა

გვარდიოლამ მომავალი სეზონი დაგეგმა

გვარდიოლამ  მომავალი სეზონი დაგეგმა

პეპ გვარდიოლამ არჩია ყველა საქმე არდადეგებზე წასვლამდე მოეგვარებინა. ”ბარსელონას” მწვრთნელმა გუშინ საღამოს სხდომა გამართა თავის კოლეგებთან, რათა დაეზუსტებინათ საბოლოო დეტალები კლუბის მომავალი სეზონისთვის გასაძლიერებლად.
  გადაწყდა რომ ფიზმომზადება წინასასეზონო პერიოდში ”ბარსელონას” სპორტულ ქალაქში ჩატარდება. მანამდე განიხილებოდა კატალონიის სხვადასხვა ქალაქები. ფეხბურთელებს ვარჯიშის შემდეგ საშუალება მიეცემათ სახლში დაისვენონ, რაც მათ მორალურ დასვენებაშიც დაეხმარებათ. დაგეგმილი საზღვარგარეთ გამგზავრება (ერთი წლის წინ ეს ლონდონი იყო) მთავარი ფეხბურთელების გარეშე ჩაივლის. ძირითადი გუნდის ფეხბურთელები და ”ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელები 19 ივლისს შეიკრიბებიან. გვარდიოლას ძალიან დიდი იმედი აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელების. რაც შეეხება კლუბის გაძლიერებას, გვარდიოლა ძალიან გაახარა დავიდ ვილიას შეძენამ. ყველაზე რთული ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემთხვევაა. იბრას აგენტის სიტყვებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის კლუბში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, ასეთ შემთხვევაში ხოსეპი მზადაა ზლატანი გუნდიდან გაუშვას. კლუბი მზადაა შეთავაზებები განიხილოს. ზლატანის მიმართ ინტერესს ”ჩელსი”, ”მილანი” და ”მანჩესტერ სიტი” იჩენენ.

შეტევის ხაზის გაძლიერება იგეგმება მარცხენა შემტევით. გვარდიოლა საუკეთესო ვარიანტად ხუან მატას მიიჩნევს. ტიერი ანრის ჩაგდებულმა სეზონმა დაგვანახა რომ მარხენა ფლანგს გაძლიერება სჭირდება. რაც შეეხება მოედნის ცენტრს აქ პრიორიტეტი სესკ ფაბრეგასის შეძენაა და პეპმა თხოვა ჩიკი ბეგირისტაინს ამ ტრანსფერის გაჩარხვა. ფაბრეგასი ხავი და ინიესტას ალტერნატივაა. კლუბს ყავს ჯონათან დოს სანტოსი და ტიაგო, მაგრამ მათ ჯერ კიდევ რთული გზა აქვთ გასავლელი. დაცვის ხაზს რაც შეეხება მილიტოს დაბრუნებამ და პუიოლი-პიკეს შესანიშნავმა დუეტმა დაცვაში ყველა პრობლემა მოხსნა, მაგრამ კლუბი გეგმავს ერთი ცენტრალური მცველის შეძენას. ეს გამოწვეულია თითქმის გადაწყვეტილი რაფაელ მარკესის ტრანსფერის გამო. ასევე შესაძლოა დმიტრო ჩიგრინსკის განათხოვრება. გვარდიოლას ასევე სურს მეტი სათამაშო დრო მისცეს მარკ მუნიესას, ანდრეუ ფონტას და მარკ ბარტრას. ყველა ეს დეტალი 19 ივლისამდე უნდა მოხდეს, სანამ გუნდი შეირკიბება.

barcamania.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward