workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონამ სოსიედადთან იმარჯვა | ფეხბურთელთა შეფასებები

ბარსელონამ სოსიედადთან იმარჯვა | ფეხბურთელთა შეფასებები

ლა ლიგის 35-ე ტურში “ბარსელონა” “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

“ბლაუგრანას” რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ახალგაზრდა ფეხბურთელი, ლამინ იამალი გახლდათ, რომელმაც მე-40 წუთზე გოლის გატანაც მოახერხა და ლა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში 16 წლის ასაკში 5 გოლის გატანა შეძლო.

ესპანური გრანდის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო პედრის სტაბილური პირველი ტაიმი იყო, რომელიც ტრავმის შემდეგ, ნელნელა ფორმაში შედის და ძველ კონდიციებს უბრუნდება.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ, ფეხბურთელები SofaScore-მა ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა – ყველაზე მაღალი ქულათა რეიტინგი რაფინიამ დაიმსახურა (8.1), რომელმაც ყველაფერთან ერთად პენალტი ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ამ მოგებით “ბარსელონა” 76 ქულას აგროვებს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილზე მე-2 ადგილს იკავებს. ჩავის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, ალმერიას წინააღმდეგ გამართავენ.

ტერ-შტეგენი – 7.7
ჟოაუ კანსელუ – 7.2
ინიგო მარტინესი 7.1 
პაუ კუბარსი – 7.2
ჟულს კუნდე – 7.7
პედრი – 7.4
კრისტენსენი –  6.7
გიუნდოგანი –  7.3
რაფინია – 8.1
ლევანდოვსკი –  7.0
იამალი 7.6

შეცვლაზე შემოსულები:
სერჟი რობერტო – 6.7
ფერმინ ლოპესი 6.4
ფერან ტორესი – 6.7

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 14 მაი 2024, 17:41

    ციტატა: Don_Andresito
    6 იც არ ეკუთნის იამალს. წესიერი მწვრთნელი შემოულაწუნებდა


    ხო, ძალიან უყვარს ბურთი და მასთან განშორება უჭირს. როცა მოიშორებს მომენტიც იკარგება და პასიც არაზუსტი გამოდის. ვარჯიში უნდა ამას, მაიმის ინტერს რო ვთხოვოთ არ წაიყვანენ ამ ზაფხულს იჯარით სულ ორი თვით. როგორც ბექჰემი რო ჩამოდიოდა ხოლმე მილანში. მესი და სუარესი ამას 2 თვეში ისე გაწვრთნიან ბომბარდირი გახდება გოლებშიც და ასისტებშიც.

  • Don_Andresito
    schedule 14 მაი 2024, 08:48

    6 იც არ ეკუთნის იამალს. წესიერი მწვრთნელი შემოულაწუნებდა

  • Rick Sanchez
    schedule 14 მაი 2024, 02:08

    ლევანდოვსკის იდეაში ყველაფერი ჰქონდა გოლის გარდა.

  • George cule
    schedule 14 მაი 2024, 01:16

    ლევანდოვსკი…….

  • Messi 10
    schedule 14 მაი 2024, 01:15

    მვპ იამალი გახდაა