ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბლაუგრანა” რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ფერმინ ლოპესი გუნდს არ დატოვებს.
ინფორმაციას ესპანური გამოცემის, Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ჟუამარტი ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ახალგაზრდა ფეხბურთელს 100 %-ით ენდობა და მისი შენარჩუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველი “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და მას ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფერმინმა ამ სეზონში კლუბის მაისურით სულ 39 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.




სადებიუტო სეზონში იდეაში მეხუთე არჩევანმა ცენტრში გაიტანა 8 გოლი, ტრავმები გასაგებია მაგრამ საოცარი მაჩვენებელია მაინც.
გასაშვები ეს არ არის, მაგრამ ვინც გასაშვებია იმაზე რატომ არიან ჩუმად? მე მგონი გაშვება მთავარი მწვრთნელით უნდა დაიწყონ.
სასწაული გოლის ალღო აქვს ნახევარმცველის კვალობაზე, ეს კიდევ დაიხვეწება და აუცილებლად დასატოვებელია
დაბდღე ჰქონდა და ქე მაინც მიგველოცა, თანაც ინის იუბილეა….
, ლამაზი თამაში და ხანგძლივი კარიერა ვუსურვოთ
ბევრი
გავის ვადარებთ ხშირად ჟილკიანია და პრესინგს კარგად თამაშობს ესეც, რათქმაუნდა გავის ამაში ვერ ჯობჯის თუმცა გავს რათქმაუნდა, მაგრამ ძალიან განსხვავებული ტიპის ნახევარმცველია იმასთან შედარებით რაც გვინახავს ლამასიადან დაწინაურებულ შუახაზელებში, იგივე გავის რომ შევადაროთ ფერმინს შემტევი უნარები ჩემი აზრით უკეთესი აქვს, დარტყმა და სივრცის პოვნა, ისეთი სივრცის საიდანაც გამწვავება შეიძლება ძალიან კარგად გამოსდის ამ ბიჭს და აქვს შანსი ნამდვილად რომ კიდევ უფრო დახვეწოს ეს უნარები, ასეთი თვისებები ლამასიელ ნახევარმცველებს იშვიათად ქონდათ ჩემი აზრით, ბურთის დაჭერა სხვებივით კარგად ვერ გამოსდის მაგრამ ეს თვისებები რაც ჩამოვწერე ჩვენი სტილისთვის უცხოა და მრავალფეროვნება შემოაქვს ჩვენს თამაშში.