workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
300 გოლი რეალ მადრიდთან ლა ლიგაში

300 გოლი რეალ მადრიდთან ლა ლიგაში

“ელ კლასიკო” წავაგეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში “რეალ მადრიდთან” 300-გოლიან ნიშნულს მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ კიდეც.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ “კლასიკოებში” “რეალ მადირდის” კარში გატანილი საიუბილეო მე-300 გოლი ანდრეას კრისტენსენის თავური აღმოჩნდა, რისთვისაც “ბლაუგრანას” გუშინ მხოლოდ მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა.

რთული გამოსაცნობი არაა, თუ ვინაა ამ გოლებიდან ყველაზე მეტის ავტორი. ეს 18 ბურთით ლიონელ მესია, რომელსაც 12 და 9 გოლით, შესაბამისად, სესარ როდრიგესი და ლუის სუარესი მოსდევენ. შემდეგ 8 ბურთით მოდის ესტანისლაო ბასორა, 6-6 გოლი კი კინისა და ხოსე ანტონიო სალდუას ანგარიშზეა.

საიუბილეო გოლები

ესპანეთის ჩემპიონატში “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ გატანილი მე-100 გოლის ავტორი უნგრელი შანდორ კოჩიშია. მან ამის გაკეთება 1962 წლის 21 იანვარს 3-1 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა. მე-200 გოლი რონალდოს ანგარიშზეა. ეს 1997 წლის 10 მაისს მოხდა, როდესაც ბრაზილიელის ერთადერთი ბურთით 1-0 მოვიგეთ. მე-300 გოლი, როგორც უკვე მოგახსენეთ, აქტივში დანიელმა მცველმა მიითვალა და ისტორიაშიც შევიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Bakero
    schedule 22 აპრ 2024, 20:20
    #3

    ციტატა: Rick Sanchez
    რეალმა რამდენი გაგვიტანა სამაგიეროდ? 400?


    ხუთ ტურნირზე: ლა ლიგა (პრიმერა) , ესპანეთის თასი (კოპა დელ რეი) ,ესპანეთის ლიგის თასი (ტარდებოდა 1983-1986 წწ) , ესპანეთის სუპერ თასი , ჩემპიონთა ლიგა ბარსელონამ გაიტანა 408 გოლი რეალმა 382 გოლი

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2024, 17:38
    #2

    მესიმ ლა ლიგის 18 გოლთან ერთად კიდევ 8 გოლი გაუტანა რეალს ლიგაზე და თასზე.

  • Rick Sanchez
    schedule 22 აპრ 2024, 12:04
    #1

    რეალმა რამდენი გაგვიტანა სამაგიეროდ? 400?