“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ბარსელონასთან” შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.
დარწმუნებულები ვართ, ამ ყველაფრის ჩვენ სასარგებლოდ შეცვლა შეგვიძლია. კარგ ფორმაში ვართ და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ. გვინდა, ეს გულშემატკივრებისთვის გავაკეთოთ.
პირველი მატჩი გავაანალიზეთ. წაგებას არ ვიმსახურებდით. ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.
უნდა ვეცადოთ, რომ “ბარსას” უბურთოდ დისკოფორტი შევუქმნათ. კარგ ფორმაში მხოლოდ რაფინია არაა. მათ ბევრი საშიში მოთამაშე ჰყავთ. კომპაქტურები და დომინანტები უნდა ვიყოთ.
პირველივე წუთიდან პრესინგს მივმართავთ, ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, “ბარსა” წინ წასვლასა და სივრცეების მოძებნას შეეცდება.
“ლუი კომპანისი” ოლიმპიური თამაშების ბედნიერ მოგონებებს აცოცხელბს. ეს სტადიონი ასეთ თამაშს იმსახურებს.
ჩემი სიტყვები ჩავის შესახებ? ეს პრესის მიერ კონტექსტიდან ამოღებული სიტყვებია, რათა ეჩვენებინა, რომ ჩვენ შორის კონფლიქტია. ჩავი შესანიშნავი მწვრთნელია, რაზეც შედეგები მოწმობს.
ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდაო? კაი რა ლუჩო ძმა 10 წუთი გვჯობდით სულ.
ძალიან გაბრაზებულები არიან ესენი, ეტყობა ხელაიფიმ მაგარი კლიზმა გაუკეთა ყველას სათითაოდ, ნუ შეიძლება მბაპეს არ აკადრეს მაინც წასულია-ო.
რატომღაც სტუმრად, რომ თამაშობენ მაშინ უფრო მშვიდად ვარ ვიდრე სახლში. სახლი თუ ქვია მაგ სტადიონს…
ლუჩო მაგარი ძმა ხარ,მარა უნდა წაიკუზო ამ საღამოს.
გადაწყვეტილი არაფერია, სადაც ლივერპულმა 3 ნოლი დაგვიქამბექა და გადაგვიარა ინგლისში იქ არაფერი გამიკვირდება პსჟ 1 ბუთიანი სხვაობა რომ დაგვიქაჩოს,ამიტომ სრული მობილიზაცია და კონცენტრაცია მართებს ბიჭებს, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ.
ჩვენ ხო, რას ამბობ, დაგაკლებთ პრესინგს რა და სულ კომფორტაბელურად გამყოფებთ უბურთოდ…