workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი პსჟ-თან მატჩის წინ: ხვალ ომი იქნება

ჩავი პსჟ-თან მატჩის წინ: ხვალ ომი იქნება

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “პარი სენ-ჟერმენთან” განმეორებითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების საინტერესო კითხვებს უპასუხა.

ხვალ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. სახლში ვთამაშობთ, რაც ჩვენთვის სასარგებლო ფაქტორია. ვიზუალური წარმოდგენით თამაში პირველი მატჩის მსგავსი იქნება.
პედრი და გიუნდოგანი თამაშის რიტმის წარსამართად საკვანძო ფეხბურთელები იქნებიან. თუ ისინი კარგად ითამაშებენ, მოგების შანსები გაიზრდება.
კრისტენსენი და რობერტო მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, რომლებიც ხვალ არ იქნებიან, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ, გაიბრწყინონ.
პედრის ძირითადში თამაში შესაძლებელია? კი. ყველა ფეხბურთელი, რომლებიც განაცხადში მოხვდებიან, სასტარტოში სათამაშოდ მზად იქნება. პედრი მნიშვნელოვანი იქნება.
ლაპორტას ვარჯიშზე დასწრება? მან მითხრა, რომ ფეხბურთელებთან ერთად “რონდოს” თამაში უნდოდა. ის უბრალოდ “კულეა”, როგორც სხვა ყველა გულშემატკივარი. ჟოანი მატჩს აღფრთოვანებული ელის.
5 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლისთვის ვიბრძოლებთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ამაღელვებელია.
მეტოქეზე დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, ფანები გვჭირდება.
ჰაკიმი? “პარი სენ-ჟერმენს” ბევრი ვარიანტი აქვს, ამიტომ ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რის გაკეთებას აპირებენ პარიზელები. პსჟ-ზე, როგორც გუნდზე უფრო ვწუხვარ, მაგრამ ჰაკიმი შესანიშნავი ფეხბურთელია.
როგორ შეხვდებიან დემბელეს? არ ვიცი. უსმანთან, ალბათ, თამაშამდე ვისაუბრებ, რადგან პარიზში ამის შანსი არ მქონდა.
დღეისათვის ჩემ შესახებ ბევრი ადამიანი კითხულობს. 3 თვის წინ ასე არ იყო. მოდით, ყურადღება კლუბზე გავამახვილოთ, ახლა მე არ ვარ მნიშვნელოვანი.
დემბელეზე წასვლის გამო გაბრაზებული არ ვარ. უსმანი “ბარსაში” ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მან თავად მიიღო, რასაც პატივი უნდა ვცე.
რაფინია ჩვენთვის ამ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია არა მხოლოდ გოლებისა და ასისტების გათვალისწინებით, არამედ დაცვითი თვალსაზირისთაც. ის ხვალ საკვანძო მოთამაშე იქნება.
ხვალ ომი იქნება.
როგორ შემიძლია იამალისა და კუბარსის მოტივაცია ხვალინდელი მატჩისთვის? ისინი ყოველთვის სვამენ კითხვებს და ყველა საკითხში ჩართულები არიან. მათ დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ.
ნახევარფინალში გასვლა გვინდა. “ბარსელონას” კვლავ ასეთ სიმაღლზე ხილვა დიდი წარმატება იქნებოდა.
გვარდიოლასთან და ლუის ენრიკესთან ერთად მოგებული ტრებლები? რა თქმა უნდა, მათ ჩემზე, როგორც ფეხბურთელზე, დიდი გავლენა იქონიეს. ვიტყოდი, რომ გვარდიოლა, ლუის ენრიკე და ლუის არაგონესი ის 3 მწვრთნელია, რომლებმაც ჩემზე, როგორც ფეხბურთელზე, ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს.
პედრის ვეთანხმები. მინდა, ხვალ ჩვენი საუკეთესო ვერსია ვნახო. როგორც უკვე ვთქვი, ეს ომი იქნება.
ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” აღზრდილი 4 მწვრთნელი (ჩავი, გვარდიოლა, ლუის ენრიკე, არტეტა) მონაწილეობს? არ ვფიქრობ, რომ ეს დამთხვევაა. “ბარსას” სკოლამ ბევრი მწვრთნელი აღზარდა. “ბარსელონას” ფილოსოფია სწორედ ესაა. ეს არის ამ კლუბისა და მისი დნმ-ის უპირატესობა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Rick Sanchez
    schedule 16 აპრ 2024, 20:54
    #11

    უნდა მოიგო დღეს მაესტრო.

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2024, 18:47
    #10

    მოკლედ დიდი ომია მოსალოდნელი და ჩავის მოსვლიდან ეს მგონია ყველაზე მაგარი თამაში გამოვა. ეხლა გამოჩნდება ვუყვარვართ ღმერთს თუ ხელი გაანძრიეთ და გეშველებათო იტყვის.

  • La Pulga10
    schedule 16 აპრ 2024, 08:03
    #9

    გავი სად არაა

  • Nikabedinadze
    schedule 16 აპრ 2024, 05:01
    #8

    5 წელი😱. რამხელა დროა გასული. პარიზში ნაჩვენები თამაშის უკეთესი ვერსია უნდა აჩვენონ დღეს✊✊✊✊✊

  • barca9999
    schedule 16 აპრ 2024, 04:48
    #7

    სალამი ძმებს და დებს. ვისკა ბარსა❤️💙. ხვალ მართლაც ომი გვექნება მაგრამ შიგ პარიზს და მადრიდს🤣🤣
    ბარსა გავა ფინალში და იქით მხარეს თუ ვინ გავა მოოოსსსსტტტტყყყყვვვვნნნნიიიიაააათთთ პატრონი🤣🤣ბავშვები უბერავენ ლიგაზე და მერე სკოლისკენ გარბიან რო
    არ დააგვიანონ.ბარსა მალე დაუბრუნდება დიდ მწვერვალებს. რეალს რა??? დედიიიიიისსსსსს ტტტტყყყყვვვვნნნნაააა ამიიიინ🤣🤣

  • araujo4
    schedule 15 აპრ 2024, 20:34
    #6

    რატომღაც მგონია რო ხვალაც შეცვლების შემდეგ მოვიგებთ. ფელიქსის გოლს ვფიქრობ.

  • nikusha
    schedule 15 აპრ 2024, 18:42
    #5

    ტერ შტეგენი
    კუნდე-არაუხო-კუბარსი-კანსელუ
    გიუნდოგანი-დე იონგი-პედრი
    იამალი-ლევანდოვსკი-რაფინია

    პედრი-ფერმინი
    იამალი-ფერან ტორესი
    რაფინია-ფელიქსი
    დე იონგი-კასადო
    გიუნდოგანი-რომეუ (ბოლო წუთებზე დროის გასაყვანად)

  • Jorkaeff
    schedule 15 აპრ 2024, 18:34
    #4

    მაინც იმ აზრზე ვარ რო გავცდებით პსჟ -ს, მიუხედავად იმისა, რო ვიაზრებ იმათი თავდასხმა რა ძალაცაა. ქონდათ წინა თამაშში მათ ისეთი მომენტები, რომელსაც ერთი ერთზე დარჩენა ქვია მეკარესთან, მაგრამ ხან კუბარსიმ გამოასლევა მბაპე და ხან კიდე არაუხომ ბარკოლა. ორივე 100 პროცენტიანი მომენტად ითვლება ჩემი აზრით რო არა ბიჭების ასეთი თავგანწირვა და კლასი დაცვითი თამაშის. ასევე თავგანწირვით რო ვეთამაშოდ უეჭველი გავცდებით, გამომდინარე იქედან რო ძაან ბევრი მომენტო ერთი ერთზე ვეღარ ექნებათ. პროსტა საიდან წამოეწია კუბარსიმ მბაპეს და არაუხომ ბარკოლას, მასეთი პირისპირები ვერ მიიყვანენ დარტყმამდე და აწი უფრო ფსიქოლოგიურად უპირატესობა ექნება არაუხოსაც და კუბარსისაც. აი მაგათი შორიდან გასროლების მეშინია ყველაზე მეტად, მბაპეს დემბელეს არ უნდა დავარტყმევიოთ შორიდან არცერთ ვარიანტში, ენრიკეს ბარსრლონასაც უყვარდა შორიდან დარტყმები, და ეს პესეჟეც ბევრს ურტყამს შორიდან, ის დემბელე მაინც კინცხიანი ფეხიაქ ვერ მიხვდება კაცი საიდან რომელი ფეხით დაარტყამს მაგრამ მაინც არ უნდა დავარტყმევინოთ რა. ლევანამ რაფინიამაც უნდა ურტყან შორიდან და ნახ დაცვამაც. ვისკა ბარსა, ვისკა!

  • Barca
    schedule 15 აპრ 2024, 18:32
    #3

    ბარსას მეორე საიტზე დაიწერა რო ჩავის შემცვლელად რაფა მარკესი აარჩიესო არვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს მაგრამ თუ მართლა ასეა ამას ჯობს ჩავი დარჩეს ხვალინდელი მატჩი არის მატჩი სადაც ყველაფერი უნდა გააკეთოს გუნდის ყველა ფეხბურთელმა და ნახევარფინალში გავიდნენ ვნახოთ რასიზამენ

  • Messi 10
    schedule 15 აპრ 2024, 18:23
    #2

    რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჰაკიმი დონარუმაზე ამ თამშში ორი მთავარი ფიგურაა პსჟს მხრიდან ესაა დემბელე და ესაა მბაპე. მთავარი გმირი მაინც დემბელეა იმიტომ, რომ მთელი ყურადღება მაინც მასზეა საკმაოდ დიდი ჰეითი მიიღი რაც ნიშნავს, რომ თავადაც დიდი ბრაზი და ბოღმა ექნება გულში რისი ამონთხევაც უნდა დარწმუნებული ვარ ამიტომ საუკეთესო დემბელე რომ ვნახოთ ამ მატჩში არ გამიკვირდება. ლუის ენრიკე ან მბაბეზე გააკეთებს მთელს ყურადღებას ან დემბელეზე რაც იმას ნიშნავს, რომ ერთზე მთელი ყურადღების გადატანა სივრცეს და დროს მისცემს მეორეს ამიტომ ხვალ ორივე წამზომზე დამაგრებული ბომბივითაა ჩვენთვის 🙂

    ბარსას რაც შეეხება ჩვენ 11-ივეს მართებს კარიერის მატჩის დადება განსაკუთრებით უკანა ხაზს მე მაქვს ჩვენი დაცვის იმედი მაგრამ მაინც ყურადღებაა საჭირო პირველი წამიდან ბოლო წამამდე ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ გატანის მეტი პოტენციალი და შესაძლებლობა მოწინააღმდეგე გუნდს აქვს ამიტომ ჩვენი შეტევაც აგრესიული უნდა იყოს. წინა მატჩიდან გამომდინარე რაფინია ლევანდოვსკის ამოკეტ ას შეეცდებიან რაც იამალს დიდ სივრცეებს მისცემს და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. მისი სახლი და მისი სტადიონია ვერაფრით ვეღარ გავამართლებთ თუ რამე ისე ვერ წაუვიდა რასაც ველოდებით. ცენტრი ბევრად უკეთესი გვყავს და ინდივიდუალუტადაც რომ აიღო ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ

    მიდი ბარსა ბოლომდე ♥️💙

  • C.PC5
    schedule 15 აპრ 2024, 18:13
    #1

    მართალს ამბობს და სწორად მიუდგა ამ მატჩის მნიშვნელობას, პსჟ არ დათმობს ეგრე იოლად ნახევარფინალის საგზურს ჩვენთან, უპირატესობა გვაქვს მაგრამ პირველი მატჩის მსგავსად უნდა გამოვიდნენ ახლაც, მთავარია დაცვამ ისევ ამოკეტოს მბაპე და დემბელესაც მიხედონ, დანარჩენი უკვე ნახევარდაცვის და შეტევის საქმეა როგორ გააკონტროლებენ თამაშის რიტმს, აჩქარება არ გვაწყობს, ვიცით რატომაც, ბურთის დაჭერა, ოღონდ სწორად დაჭერა იქნება ყველაზე კაი ვარიანტი ჩვენთვის თავიდანვე და ნელნელა გოლის "მომწიფება".