workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე ძერბი: ფატის მეტი მართებს

დე ძერბი: ფატის მეტი მართებს

“ბრაიტონის” მწვრთნელი რობერტო დე ძერბი “ბარსელონადან” იჯარით წამოყვანილ ანსუ ფატიზე საუბრობს. მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ

ანსუ მგრძნობიარე ბიჭია. ის კარგი მოთამაშეა. მოლოდინები მასთან დაკავშირებით ყოველთვის მაღალია. მას მოუწევს, რომ ეს გაიგოს.

მისი კარიერის პირველი ნაწილი ძალიან რთული იყო, თუმცა დიდებული მოთამაშეებისთვის ადაპტაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მას ვეხმარებით და ანსუს მეტი მართებს, ვინაიდან რასაც ის ამ ეტაპზე აკეთებს, საკმარისი არაა.

ანსუ ფატიმ მიმდინარე სეზონში “ბრაიტონის” რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (ყველა ტურნირზე). მას სათამაშო დროის მიღებაც უჭირს. გავრცელებული ინფორმაციით, ანსუ “ბარსელონაში” მომდევნო სეზონში არ დაბრუნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 04 აპრ 2024, 22:03
    #7

    ციტატა: PUIOL5
    გაა*ვას, ვის რა დრაკში სათხრელად უნდა, ნაგავი ისედაც მოსაშორებელი გვაქ.


    ბავშვია ძმა ცუდი იღბალით. რა ბოროტი კომენტარია.

  • Albicelecte
    schedule 04 აპრ 2024, 01:56
    #6

    ციტატა: ბართომეუს ბოტი

    ციტატა: PUIOL5
    გაა*ვას, ვის რა დრაკში სათხრელად უნდა, ნაგავი ისედაც მოსაშორებელი გვაქ.


    ეს კულეს კომენტარი არაა…


    ნამდვილად არაა კულეს კომენტარი;
    21 წლისაა, რატომ არ უნდა გინდოდეს, რომ ათამაშდეს, სეზონზე გაუტანოს 20-25 გოლი და შემდგე დაბრუნდეს მშობლიურ კლიუბში?!
    თუ ვერ ითამაშებს და ჩაქრება, გული დაგწყდება კაცს, ისედაც მოუწევს წასვლა, სხვა რა გზა ექნება?
    რომ გაუჭირდა დაბრუნება ეს იმის გამო, რომ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, ეს ტრავმა ბარსას რიგებში თამაშისას მიიღო…
    ლოთობის, ნარკოტიკის, რამის კლუბებისა და უდისციპლინობის გამო არ ამოვარდნილა ფორმიდან;
    და ეს არც 10 ნომრის მიცემის გამო მომხდრა;
    წინა სეზონზე 10 გოლი და 4 ასისტი მიითვალა; არ იყო ვინგერი და გაავინგერეს;
    ძალიან მაგარი გოლის ალღო აქვს და თუ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაბრუნდა, კიდევ იტყვის მის სიტყვას

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 04 აპრ 2024, 01:10
    #5

    ციტატა: PUIOL5
    გაა*ვას, ვის რა დრაკში სათხრელად უნდა, ნაგავი ისედაც მოსაშორებელი გვაქ.


    ეს კულეს კომენტარი არაა…

  • Barca_MNS
    schedule 04 აპრ 2024, 00:35
    #4

    ციტატა: PUIOL5
    გაა*ვას, ვის რა დრაკში სათხრელად უნდა, ნაგავი ისედაც მოსაშორებელი გვაქ.


    დდდ ასეთი კომენტარის ავტორს პუიოლი არუნდა გეწეროს ნიკნეიმად!

  • ika9101
    schedule 03 აპრ 2024, 22:29
    #3

    ციტატა: PUIOL5
    გაა*ვას, ვის რა დრაკში სათხრელად უნდა, ნაგავი ისედაც მოსაშორებელი გვაქ.


    ასე უხეშად რატომ მოიხსენიებ? რამე ცუდი თქვა ბარსაზე? თუ იმიტომ ლანძღავ რომ ტრავმა მიიღო და ფორმა ვერ აღიდგინა? მე მეცოდა ეს ბიჭი საშუალო დონის ფეხბურთელიც კი შეიძლება აღარ დადგეს ამისგან.

  • PUIOL5
    schedule 03 აპრ 2024, 17:55
    #2

    გაა*ვას, ვის რა დრაკში სათხრელად უნდა, ნაგავი ისედაც მოსაშორებელი გვაქ.

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2024, 12:58
    #1

    გუშინ წერდით მალე დაბრუნდება ბარსაში და რაღა ვქნათო, ეხლა იძახით აღარ დაბრუნდებაო. საინტერესოა ვისი სიმართლე აჯობებს thornike-სი თუ Monte-Cristo-სი( ესენი მწერლები არიან ორივე ნიუსის)