workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიახლეები დღევანდელი ვარჯიშიდან

სიახლეები დღევანდელი ვარჯიშიდან

“ბარსელონას” ფეხბურთელები ამ წუთებში “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიშობენ და “ლას პალმასთან” ხვალ გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

Sport-ის ინფორმაციით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ცოტა ხნის წინ მუხლზე დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა ის ახლა ვარჯიშს ჩვეულებრივად აგრძელებს. გერმანელი მეკარე თავს კარგად გრძნობს.

Cadena SER იტყობინება, რომ დღევანდელ ვარჯიშში “ბარსა ატლეტიკის” ცენტრალური მცველები მიკაილ ფაი და მამადუ მბაკე მონაწილეობენ. პირველ გუნდთან ერთად ასევე ვარჯიშობენ მარკ კასადო, პაუ კუბარსი და ექტორ ფორტი.

Relevo-ს ცნობით, გუნდთან ერთად ვარჯიშობს რონალდ არაუხო, რაც კარგი სიახლეა, ცუდი კი ისაა, რომ სესიას არ ესწრება ანდრეას კრისტენსენი.

COPE-ს ინფორმაციით, ჟოაუ კანსელუ “ატლეტიკოსთან” მატჩის გამოტოვების შემდეგ განაცხადში დასაბრუნებლად მზადაა. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. “ლას პალმასთან” თამაშის განაცხადში ასევე ველით ფერან ტორესსაც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 30 მარ 2024, 20:53
    #3

    რავი მე მგონი რაც არ უნდა მოხდეს, ლას პალმასთან მოსაგები გუნდის შეკრება არ უნდა გაჭირდეს.

  • Bakero
    schedule 29 მარ 2024, 21:47
    #2

    შტეგო და ქრისტენსენი ორივე გვჭირდება პსჟ-თან ჯობია დაასვენონ ლას პალმასთან ორივე

  • Rick Sanchez
    schedule 29 მარ 2024, 16:42
    #1

    შტეგენი ჯანმრთელად უნდა იყოს. ფერანის დაბრუნებაც კაია