ბექჰემი: მესის გადაბირებას ხუთი წელი ვცდილობდი

ბექჰემი: მესის გადაბირებას ხუთი წელი ვცდილობდი

დევიდ ბექჰემი პოდკასტში “This Life of Mine” აცხადებს, რომ იგი ლიონელ მესის გადაბირებას “ინტერ მაიამიში” 5 წელიწადი ელოდებოდა. მისი თქმით,

ჩვენ ლეოს მამას დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდით. მესის შეძენამდე ხუთი წლით ადრე მე და ჩემი პარტნიორი ლეოს მამას მაიამის სასტუმროში ფარულად შევხვდით. მას ვუთხარი, რომ მართალია, მესი ახლა მზად არ იყო, მაგრამ მომავალში მსურდა, რომ მას ჩემს კლუბში ეთამაშა.

გაიარა ხუთმა წელიწადმა. ვიცოდი, რომ იმ თვეს მესის გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რადგან მას პსჟ-დან წასვლა ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ იაპონიაში ვიყავი, დილის ოთხი თუ ხუთი საათი იქნებოდა, ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. შემდეგ ვნახე შეტყობინება: “ლეო მესიმ გადაწყვიტა “მაიამიში” ითამაშოს”. გავგიჟდი. საწოლიდან წამოდექი და ტირილი დავიწყე – ჩვენ ლიონელ მესი შევიძინეთ, საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე უთამაშია.

ლიონელ მესი “ინტერ მაიამიში”, რომლის ერთ-ერთი მფლობელი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ბექმეჰია, 2023 წელს გადავიდა. მანამდე ბევრი იწერებოდა არგენტინელის “ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნებაზე, თუმცა იგი საბოლოოდ ამერიკაში გადავიდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    25 მარ 2024, 15:44

    იმედია ეს წაგება არ ნიშნავს იმას, რომ მაიამი ისევ ვერ იბრძოლებს ჩემპიონობაზე.

  • nika 54
    24 მარ 2024, 15:47

    ციტატა: Jorkaeff

    ციტატა: M10 S9 D11
    წელს კაი ხოდზეა მაიამი იმედია ყველა შესაძლო ტიტულზე გაიწევენ

    წააგენ წუხელ 4:0


    ხო მესი არ ყოფილა, ისევ ტრამვა აქვს.

  • me da barca
    24 მარ 2024, 15:22

    ,,კიდალშიკ" ლაპორტას უთხარი მადლობა.

  • Jorkaeff
    24 მარ 2024, 13:08

    ციტატა: M10 S9 D11
    წელს კაი ხოდზეა მაიამი იმედია ყველა შესაძლო ტიტულზე გაიწევენ

    წააგენ წუხელ 4:0

  • M10 S9 D11
    24 მარ 2024, 08:24

    წელს კაი ხოდზეა მაიამი იმედია ყველა შესაძლო ტიტულზე გაიწევენ