ფეხბურთელების ღირებულების დამდგენმა ყველაზე ცნობილმა პლატფორმამ, Transfermarkt-მა ესპანეთში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.
“ბარსელონელებიდან” 9 ფეხბურთელის ფასი შემცირდა. კლება შეეხოთ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ჟიულ კუნდეს, ალეხანდრო ბალდეს, ჟოაუ კანსელუს, ინიგო მარტინესს, პედრის, ფრენკი დე იონგს, ილქაი გიუნდოგანს, ჟოაუ ფელიშსა და რობერტ ლევანდოვსკის.
მოიმატა მხოლოდ ოთხი ფეხბურთელის ღირებულებამ: ექტორ ფორტი, ლამინ იამალი, მარკ გიუ და რა თქმა უნდა, პაუ კუბასი. ამ უკანასკნელის ფასი თითქმის 17-ჯერ გაიზარდა.
“ბარსელონას” ფეხბურთელების ფასები Transfermarkt-ის მიხედვით:
| ფეხბურთელი | ახალი ფასი | ძველი ფასი |
| ტერ შტეგენი | 30 მილ. | 35 მილ. |
| პენია | 8 მილ. | 8 მილ. |
| არაუხო | 70 მილ. | 70 მილ. |
| კუნდე | 50 მილ. | 60 მილ. |
| ბალდე | 40 მილ. | 50 მილ. |
| კრისტენსენი | 40 მილ. | 40 მილ. |
| კანსელუ | 30 მილ. | 40 მილ. |
| კუბასი | 25 მილ. | 1.5 მილ. |
| ფორტი | 7.5 მილ. | 1 მილ. |
| ინიგო | 6 მილ. | 8 მილ. |
| ალონსო | 3 მილ. | 3 მილ. |
| გავი | 90 მილ. | 90 მილ. |
| პედრი | 80 მილ. | 90 მილ. |
| დე იონგი | 70 მილ. | 80 მილ. |
| გიუნდოგანი | 16 მილ. | 18 მილ. |
| ფერმინი | 15 მილ. | 15 მილ. |
| რომეუ | 3 მილ. | 3 მილ. |
| რობერტო | 3 მილ. | 3 მილ. |
| იამალი | 75 მილ. | 60 მილ. |
| რაფინია | 50 მილ. | 50 მილ. |
| როკე | 40 მილ. | 40 მილ. |
| ფერანი | 35 მილ. | 35 მილ. |
| ფელიში | 30 მილ. | 40 მილ. |
| ლევანდოვსკი | 15 მილ. | 20 მილ. |
| გიუ | 7.5 მილ. | 2.5 მილ. |
ყვითლად აწერია თუ მწვანედ?!

ასაკი რო ემატება კაცს ფასი აკლდება. მესის დააკლეს 2019 ში, ასაკის გამო თორე სეზონი სასწაული ქონდა. 29 წლიდან იწყებს კლებას. შემდეგ აფდეითზე იამალი 90+, კუბარსი 50+, ყველა ახალგაზრდამ უნდა მოიმატოს.
რომეუ და რობერტო ყვლაზე "სტაბილურები" არიან.
სადა აქვს ატლეტიკოს და სერესოს ნამუსი.
გიუნდოგანს და კანსელუს მოსამატებელი ჰქონდათ და დააკლეს?
ლევანამ ეხლა აიკრიფა ფორმა და პირიქით აკლებენ? გიუნდოსაც ფორმა აქვს აკრიფული
რა უაზროდ ზრდიან ამცირებენ ქარი უქრით კანსელუს და გიუნდოგანს რას ერჩიან
იამალმა ასე თუ გააგრძელა 18 წლამდე 200 მიარტყავწ თუ მეტს არაა კიდე
იამალი უკვე რომ 75 ღირს🥶 ფერმინი 15 მლნ ძაან ცოტაა ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის მინიმუმ 25-30 მილიონად შევაფასებდი, დანარჩენები ნორმ.
80 მილიონი რა ნამუსით უნდა მოითხოვოს ატლეტიკომ ფელიშში