workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სრული სია ცნობილია

ბარსას ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სრული სია ცნობილია

“ატლლეტიკოსთან” მოგებული მატჩს შემდეგ “ბარსელონას” 10 ფეხბურთელი თავიანთ ნაკრებში განაგრძობს ასპარეზობას. მარტის სანაკრებო პაუზაზე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს შემდეგი ფეხბურთელები:

  • ბრაზილია – რაფინია;
  • საფრანგეთი – ჟიულ კუნდე;
  • გერმანია – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ილქაი გიუნდოგანი;
  • პოლონეთი – რობერტ ლევანდოვსკი;
  • პორტუგალია – ჟოაუ ფელიში, ჟოაუ კანსელუ;
  • ესპანეთი – ლამინ იამალი, პაუ კუბარსი;
  • ურუგვაი – რონალდ არაუხო.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრებში არ უხმეს ვიტორ როკეს, რომელიც “ბარსელონაში” ძალიან მცირე სათამაშო დროს იღებს. გარდა ამისა, ტრავმის გამო დანიის ნაკრებში არ გამოიძახეს ანდრეას კრისტენსენი. დაბოლოს, ჟოაუ კანსელუმ, შესაძლოა, პორტუგალიის მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღოს, თუ დროულად გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 19 მარ 2024, 14:40
    #4

    ციტატა: Rick Sanchez
    ნეტავ რაფინია სკამზე დატოვონ ორივე თამაშში (როდრიგო დააყენონ), ლევამ, კუნდემ, არაუხომ ტრავმა არ მიიღონ და პორტუგალიელებს ისედაც ზამენა ემუქრებათ.


    ეგ რო სათადარიგოზე დატოვონ, დაამტვრევს იმ სკამს. შეცვლაზე გიჟდება და უთამაშებელი რო დატოვონ ხო გააფრენს საერთოდ.

  • Bakero
    schedule 19 მარ 2024, 01:01
    #3

    მთავარია ჩამოთვლილი ეგ 10 კაცი (ყველა ძირითადია) ბარსელონაში უტრავმებოდ და ჯანმრთელად დაბრუნდნენ

  • Rick Sanchez
    schedule 19 მარ 2024, 00:11
    #2

    ნეტავ რაფინია სკამზე დატოვონ ორივე თამაშში (როდრიგო დააყენონ), ლევამ, კუნდემ, არაუხომ ტრავმა არ მიიღონ და პორტუგალიელებს ისედაც ზამენა ემუქრებათ.

  • JustBarcaLover
    schedule 18 მარ 2024, 23:31
    #1

    ნეტა არ აილეწონ და ფორმა არ დაკარგონ 🙏