workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო სავარჯიშო სესია ატლეტიკოსთან მატჩამდე

ბოლო სავარჯიშო სესია ატლეტიკოსთან მატჩამდე

ლა ლიგის მომდევნო ტურში “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე “ბარსელონას” ფეხბურთელებმა “სიუტატ ესპორტივაზე” უკანასკნელი სავარჯიშო სესია ჩაატარეს.

ვარჯიშს ესწრებოდა პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი. თანაგუნდელებთან ერთად გარკვეული ხნით კვლავაც ივარჯიშა ფერან ტორესმა, რომელიც ვარჯიშს პარასკევს დაუბრუნდა. გარდა ამისა, პირველი გუნდის მოთამაშეებს შეუერთდნენ ახალგაზრდები: კოჩენი, კუბარსი, ექტორ ფორტი, მარკ გიუ, მარკ კასადო, ანდრეს კუენკა, ჩავი ესპარტი და ალბერტ ნავარო.

“ბარსელონა” “ატლეტიკო მადრიდს” კვირას, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება “ვანდა მეტროპოლიტანოზე”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 17 მარ 2024, 15:34
    #1

    უკანასკნელი ჩვენი მტრისთვის იყოს.