workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პარი სენ-ჟერმენთან მატჩების დრო და თარიღები ცნობილია

პარი სენ-ჟერმენთან მატჩების დრო და თარიღები ცნობილია

დღეს გაირკვა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდება. 

პირველი შეხვედრა პარიზში, “პარკ დე პრენსზე” გაიმართება, განმეორებით მატჩს კი ბარსელონა, კერძოდ – “მონჟუიკი” უმასპინძლებს. 

უკვე ცნობილია, რომ პარიზში გასამართი შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, ბარსელონური მატჩი კი სტარტს 16 აპრილს, ასევე 23:00 საათზე აიღებს.

“ბარსელონას” საკმაოდ დატვირთული თვე ელოდება. აპრილში, 11-დღიან მონაკვეთში გუნდი პსჟ-ს ორჯერ დაუპირისპირდება, შემდეგ კი “რეალ მადრიდთან” შეხვედრა ელის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 16 მარ 2024, 17:23
    #8

    ჩემი აზრით თუ პარიზში 3-0 მოვიგებთ, ნახევარფინალში აუცილებლად გავალთ smiley smiley smiley

  • Jorkaeff
    schedule 16 მარ 2024, 02:52
    #7

    ციტატა: Berlinetta♥
    რომეუს მოყვანას ისე ნიკო დაეტოვებინათ, მშვენივრად იყენებს პორტო… ნახევარფინალში დაგვხატავდა …

    ყველაზე მაგრად ვისაც ბუსის შევადარებ სწორედ ნიკოა. მაგარი ბიჭია ძაან.

  • Barca
    schedule 15 მარ 2024, 22:36
    #6

    ციტატა: rivaldo80
    ლალიგას თავი აღარ უნდა შეაკლან მთელი კონცენტრაცია ლიგაზე ჯობია.


    მართალიხარ ჯობი ჩემპიონთა ლიგაზე ოფიქრონ აი ეხლა ისეთი გუნდები შეგვხვდნენ აი თავი უნდა შეაკლან და ფინალში გავიდნენ და ლა ლიგის მატჩებში ვინც დასასვენებელია დაასვენოს

  • nika 54
    schedule 15 მარ 2024, 22:35
    #5

    პარიზში გასამართი შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, ბარსელონური მატჩი კი სტარტს 16 აპრილს, ასევე 23:00 საათზე აიღებს.
    საერთოდ 30 მარტის შემდეგ(თვის ბოლო შაბათი), ყველა თამაშები ასე 23 საათზე დაიწყება. ვინაიდან ევროპა მარტის ბოლო შაბათიდან ზაფხულის დროზე გადადის და განსხვავება ევროპასთან უკვე 2 საათი იქნება ნაცვლად დღევანდელი 3-ისა. აღარც ლა ლიგაშიაღარ დაიწყება თამაშები 00.00 ზე, როცა გვინდა არ გვინდა ვაცხადებთ რომ თამაში "ხვალ" ჩატარდება. თუმცა ესპანეთში ეს თამაშები საღამოს 9-ზე იწყება.

  • Rick Sanchez
    schedule 15 მარ 2024, 22:26
    #4

    უნდა გავიდეეთ

  • rivaldo80
    schedule 15 მარ 2024, 22:11
    #3

    ლალიგას თავი აღარ უნდა შეაკლან მთელი კონცენტრაცია ლიგაზე ჯობია.

  • Berlinetta♥
    schedule 15 მარ 2024, 21:46
    #2

    რომეუს მოყვანას ისე ნიკო დაეტოვებინათ, მშვენივრად იყენებს პორტო… ნახევარფინალში დაგვხატავდა …

  • Barca
    schedule 15 მარ 2024, 21:43
    #1

    სანახაობრივი მატჩი იქნება ჩავიმ ამაზე უკეთესი ბარსა უნდა გაოყვანოს