workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა გაზრდილი ფინანსური გაურკვევლობის წინაშეა

ბარსა გაზრდილი ფინანსური გაურკვევლობის წინაშეა

“ბარსელონას” ზაფხულში დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ექნება, მაგრამ მანამდე კლუბმა ლა ლიგის რეგულაციები უნდა დააკმაყოფილოს – “ბლაუგრანა” ლა ლიგის 1-1 წესს უნდა დაუბრუნდეს. ეს კატალონიელთა მთავარი მიზანია მომავალ თვეებში.

ამ წესის მიხედვით, კლუბი თავის შემოსავლებზე მეტს ვერ დახარჯავს. ამის გამო “ბარსას” ფეხბურთელების გაყიდვა ესაჭიროება. Relevo ავრცელებს ინფორმაციას, რომ არსებობს ორი გარემოება, რაც სიტუაციას ართულებს. პირველი ისაა, რომ საჭირო ფული უნდა მობილიზდეს სეზონის ოფიციალურ დასრულებამდე – 2024 წლის 30 ივნისამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “ბლაუგრანას” ფეხბურთელების გაყიდვა ამ თარიღამდე მოუწევს. მეორე პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელებს წასვლა არ სურთ. მაგალითად, არსებული ინფორმაციით, ჟიულ კუნდე და რაფინია – ორი ფეხბურთელი, რომელთაც წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, კატალონიაში თავს კომფორტულად გრძნობენ.

ამრიგად, “ბარსელონას” 30 ივნისამდე ფეხხბურთელების გაყიდვა მოუწევს, რომელთაც წასვლის სურვილი არა აქვთ. ეს კლუბის წინაშე ფინანსური გაურკვევლობას ზრდის სატრანსფერო ფანჯრის წინ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • M10 S9 D11
    schedule 07 მარ 2024, 02:03
    #7

    პატრონი არ ყავს კლუბს

  • Rick Sanchez
    schedule 06 მარ 2024, 21:02
    #6

    დარხეული აქვს ამ კლუბს.

  • nika 54
    schedule 06 მარ 2024, 18:18
    #5

    აბა რა ეგონათ ვისაც ეტყვიან ეგრევე ჩაალაგებენ ბარგს და გაიქცევიან? დეკუ თუ წავა თავისით კითხა? თუ ეგ ხელფასს არ იღებს.

  • Iniesta_8
    schedule 06 მარ 2024, 12:55
    #4

    გუნდში კარგი არაფერი ხდება, იმენა სრული გაურკვეველობაა მომავალ წელს ტიტულისთვის იბრძოლებს გუნდი თუ მეათეზე გავა. გაასხმევინეთ იმ ფულის მწოველ წურბელებს თურმე კარგად რომ გრძობენ თავს ბარსაში. 20 და 40 მილიონს რომ გადაუხდი არ ენდომებათ წასვლა აბა რა იქნება. მნიშვნელობა არ აქვს დეიონგი იქნება, შტეგენი თუ რაფინია. გუნდი ვერანაირ შედეგს ვერ დებს და ხელფასები უნდათ მსოფლიოში უმაღლესი.

  • MESSI 2017
    schedule 06 მარ 2024, 12:47
    #3

    რა იცის გამოუცდელი არა საჭირო განათლების მქონე პირის სპორტულ დირექრტორად დანიშვნამ ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს და იმაში უნდა იყოს ცაღტული რაც ესმის ლაპორტა კიდე იმედია მლაე გააჯვამს გუნიდან როდის მოვა ეს 2026 წელიიი

  • რივალდო-მესი
    schedule 06 მარ 2024, 11:48
    #2

    გაყიდეთ კლუბი. ჩააბარეთ წესიერ პატრონს.

  • Don_Andresito
    schedule 06 მარ 2024, 10:29
    #1

    გაიჯარებული მაინც გვყავდეს ვინმე წესიერი ვისაც მაგ თარიღამდე გამოისყიდიან. ფატის უკან მოგვიგდებენ. ლენგლე დესტი და გარსია კი არიან ძირითადში მარა რავიცი. ჰა ჰაა 30 აიღონ სამივეში ამ ჩოილარებმა