workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკუს ორპირობაში ადანაშაულებენ

დეკუს ორპირობაში ადანაშაულებენ

როცა დეკუს სახელმა გაიჟღერა “ბარსელონას” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე, მედია ალაპარაკდა მისი და მთავარი მწვრთნელი ჩავის სამომავლო ურთიერთობაზე. წელიწადზე ნაკლებ დროში, როგორც ჩანს, მათი საქმე არც ისე კარგად მიდის.

ჩავი ერნანდესი კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, რის მთავარ მიზეზადაც კლუბის ცუდი შედეგები სახელდება. თუმცა ჟურნალისტი გილემ ბალაგე იტყობინება, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ესპანელს წასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა, დეკუც არის. ჩავისა და ახლანდელ სპორტულ დირექტორს შორის უთანხმოების ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ იკვეთებოდა, როცა ისინი ფეხბურთელები იყვნენ, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დეკუსა და რონალდინიოს კლუბიდან გაშვება პრიორიტეტულ საკითხად აქცია.

BBC-სთან საუბარში გილემ ბალაგე აცხადებს, რომ ჩავი ერნანდესი სულ უფრო და უფრო მარტოდ გრძნობდა თავს დეკუს სპორტულ დირექტორად დანიშვნისა და კლუბიდან ჟორდი კრუიფისა და მატეუ ალემანის წასვლის შემდეგ. დეკუ პრეზიდენტის დასანახად, ჩავის მხარეს იყო. თუმცა მისგან შორს იგი არ ერიდებოდა ესპანელზე თავისი “ცუდი წინათგრძნობის” გაზიარებას.

მოგვიანებით სპორტული დირექტორი ამაზე შორსაც წავიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ კლუბს ძველი მოდელის უარყოფა და ახალი მეთოდის შემუშავება სჭირდებოდა. ამის გამო მას განმარტებების გაკეთებაც მოუხდა.

საბოლოოდ, ჩავი კლუბს ტოვებს, დეკუ კი კვლავაც სპორტული დირექტორია და ახალი მწვრთნელის საკითხს წყვეტს, ჟოან ლაპორტასთან ერთად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 25 თებ 2024, 21:28

    ვაი რომ ყველაფერი ასეა და თუ ჩავის დეკუ არ მიაყოლეს საერთოდ დავიღუპებით.

  • Rick Sanchez
    schedule 25 თებ 2024, 19:23

    ჩავი უნდა წავიდეს. დეკუს უნდა გააჯმეინონ.

  • JasoN
    schedule 25 თებ 2024, 16:35

    რა ვქნა ხავიზე ცუდს ვერასოდეს ვერ ვიტყვი რაცვარ უნდა მოხდეს და დიდი იმედი მაქვს ეს ოდესმე ახლო მომავალში დიდი გამოცდილებით და უფრო დიდი მოტივაციით დაბრუნდება ჩვენთან. გულიც კი მწყდება ამ ნეხვის ტომრების ხელში რომ ის სიხარული ვერ მოგვანიჭა ვერც ჩვენ და ვერც კლუბს. არაუშავს უარესებიც გადაგვიტანია.

  • KING_BARCA
    schedule 25 თებ 2024, 12:05

    ხავი რაა ბარსელონას დონის მწვრთნელი? რომელი ბარსელონას დონის? რომელი დონე აქვს ეხლა ბარსელონას ბიჭებო? ბარსელონას დონეა ფერნანი? ბარსელონას დონეა რაფინია? ბარსელონას დონე ფეხბურთელები უნდა ყავდეს, ბარსელონას დონე ამით განისაზღვრება, რას წარმოადგენენ დღეს ბარსელონას ფეხბურთელები, ხავი წავა და ამათ არაფერი ეშველება, სანამ სწორი და ძლიერი ტრანსფერები არ იქნება….

  • Chico
    schedule 25 თებ 2024, 09:59

    ალემანის გაშვება და დეკუს დანიშვნა არის ლაპორტას უდიდესი შეცდომა, რომელიც მენდეშმა დააშვებინა. დეკუ არის უცოდინარი და თანაც გველია. სასწრაფოდ გასაშვებია, სანამ გუნდს უფრო მეტი ზიანი არ მიაყენა…..

  • sandro89
    schedule 25 თებ 2024, 07:08

    ბართოლომეუს აგენტია დეკუ 🤮

  • M10 S9 D11
    schedule 25 თებ 2024, 05:27

    კი ყველამ ვიცით რო ხავი არაა ამ ეტაპზე ბარსას დონის მწვრთნელი და ზაფხულში ულაპარაკოდ უნდა წავიდეს მარა აი ეს ღორის უკანალიდან გამომძვრალი დეკოც რო მ9საშორებელია ორი აზრი არაა ზაფხულში წავა ხავი და ეს სიკო იმ სპორტინგის მწვრთნელს დაგვისვავს და მერე ხავი კი არა კიკე სეტიენიც მოსანატრებელი გვეყოლება ასე რომ იმ ღიპიანმა ლაპორტამ ცოტა ტვინს წიხლი დააჭიროს და თვალებში გამოიხედოს გუნდს ძირს რო უთხრის ეს თავგასიებული დეკო და აახვევინოს პოსტიდან სანამ არ დაასამარა გუნდი ბოლომდე

  • PavleG
    schedule 25 თებ 2024, 03:20

    რატომღაც მგონია რო ჩავი არ დანებდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს რო უფრო ძლიერი, გამოცდილი და სახელოვანი მწრთვნელის რანგში მოგვევლინება სამომავლოდ.

  • me da barca
    schedule 25 თებ 2024, 02:14

    ამასაც და ამის მომთრევსაც …

  • Don_Andresito
    schedule 25 თებ 2024, 01:05

    შეხედეთ ორივეს სახეს და მიხვდებით ვინაა ნაბ..არი, ხავიმ სულ რო სეგუნდაში გადააგდოს ბარსა და ხანდახან შევაგინოთ, ჩვენია, ლა მასიელია, ნამდვილი კულეა, დეკოზე დიდი ლეგენდაა და ბარსელონას სულის და იდენტობის ნაწილია, დეკო არაფერი მსგავსი, კარგი ფეხბურთელი იყო, ტოპიც კი, მარა სულ ესაა, მილიონს უთამაშია ბარსაში ეგეთს, გვარდიოლამ პირველი გააგდო, აქ ყველაფერი ნათქვამია, ლაპორტა კიდე დიდი გასიებული განავლის ტომარაა მაგის მოყვანის იდეა რო მოუვიდა საერთოდ თავში. მესი და ალემანის გაშვებას დეკოს და რომეუს მოყვანა მიაყოლა. ტოპ პრეზიდენტია

  • La Pulga10
    schedule 25 თებ 2024, 00:28

    დეკუ რო ბო*ია ეგ ყველამ იცის