ალბათ, მინდორზე გულის პრობლემების გამო დაწოლილი სერხიო აგუეროს ნახვის შემდეგ, აღარავის ეგონა, რომ არგენტინელი კარიერას განაახლებდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად იცვლება.
არაერთი ესპანური წყაროს ინფორმაციით, 35 წლის თავდამსხმელმა კარდიოლოგებისგან მწვანე შუქი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ აგუერო ევროპული ფეხბურთიდან 2021 წელს წავიდა, ის ამხანაგურ შეხვედრებს ფორმის შესანარჩუნებლად მაინც ატარებდა. გარდა ამისა, სერხიო Kings League-შიც თამაშობდა.
სხვათა შორის, მის გაფორმებაზე უკვე ალაპარაკდა კარლოს ტევესი, რომელიც ამჟამად არგენტინულ “ინდეპენდიენტეს” წვრთნის.
– თქვა კარლოს ტევესმა.
შეგახსენებთ, რომ 2021/2022 წლების სეზონში აგუერომ ლა ლიგაში მხოლოდ 4 თამაში გამართა, ერთადერთი გოლი კი მადრიდის “რეალის” კარში გაიტანა.
მერე ჩამოვიდეს აღადგინოს ტრანსფერი დავიჯერო რაფინიას ვეღარ აჯობებს. გუშინწინ რო თქვა კომენტატორმა: უი რაფინიაც შემოსულა ვერ დავინახეო, ანუ არც კი ჩანდა მოედანზე.
მოედანზე არ მოკვდეს თორე თამაშს ვინ დაუშლის
არ გარისკოს არანაირად, რამე არ დაემართოს მთავარია.