“ნაპოლისთან” ნათამაშები ფრისა (1-1) და იტალიიდან დაბრუნების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანზე შუადღის სავარჯიშო სესია გამართეს.
“ბარსელონა” “ხეტაფესთან” შაბათს გასამართი მატჩისთვის ემზადება. ვარჯიშზე პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი იმყოფებოდა, რომლებსაც “ბარსა ატლეტიკიდან” შეუერთდნენ კოჩენი, მარკ გიუ, მარკ კასადო, პაუ კუბარსი და ექტორ ფორტი.
ეს ბოლოსწინა სავარჯიშო სესია იყო “ხეტაფესთან” დაპირისპირებამდე. შემდგომი სესია პარასკევს გაიმართება.
ოთხშაბათს გვათამაშეს და კვირამდეც არ გვასვენებენ? რაღა შაბათს დანიშნეს თანაც შუადღით?
სახეზე ეტყობოდათ როგორ არ გაუხარდათ გუშინდელი ფრე.