workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჰამშიკი: “ბაიერნი”, “ბარსელონასთან” ერთად მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”

ჰამშიკი: “ბაიერნი”, “ბარსელონასთან” ერთად მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”

იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი მიუნხენის “ბაიერნს”, კატალონიის “ბარსელონასთან” ერთად მსოფლიოს საუკეთესო კლუბად თვლის. 18 ოქტომბერს, სლოვაკ ნახევარმცველს მოუწევს სწორედ გერმანელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში.

“ამ დროისათვის “ბაიერნი”, “ბარსასთან” ერთად ყველაზე მაღალ მწვერვალზე იმყოფება. ეს ორივე გუნდი დაკომპლექტებულია შესანიშნავი ფეხბურთელებით. მიუნხენში მოთამაშეების ნახევარზე მეტი გერმანიის ნაკრებში ირიცხება. ასე რომ ძალიან მძიმე შეხვედრა გველის და ვეცდებით ყველანაირად გავუწიოთ წინააღმდეგობა მეტოქეს.” -ციტირებს ჰამშიკის სიტყვებს “უეფას” ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს იყო ბევრი საუბარი იმის შესახებ, რომ “ნაპოლის” ახალგაზრდა ვარსკვლავი უნდა გადაბარგებულიყო “ბაიერნში”, შემდეგ ჭორები გავრცელდა, ვითომ მას “ბარსაში” ვიხილავდით, თუმცა საბოლოოდ იგი მაინც “სერია ა-ში” დარჩა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward