პრემიერ ლიგიდან რაფინიას მიმართ ინტერესი მზარდია

პრემიერ ლიგიდან რაფინიას მიმართ ინტერესი მზარდია

“ბარსელონას” წინ დატვირთული ზაფხული ელოდება. ეს განსაკუთრებით ეხება ფეხბურთელთა გაყიდვის ნაწილს, ვინაიდან კლუბის ახალ მწვრთნელს თავისი გეგმის განსახორციელებლად რესურსები აუცილებლად დასჭირდება.

პოტენციურ წამსვლელთა რიგებში ერთ-ერთი არის რაფინია. ბრაზილიელი თავდამსხმელი ტრავმების გამო ახალგაზრდა ლამინ იამალმა სასტარტო შემადგენლობიდან, ფაქტობრივად, ამოაგდო. გარდა ამისა, როგორც HITC იუწყება (MD-ზე დაყრდნობით), რაფინიაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია პრემიერ ლიგიდან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ლივერპული”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “ნიუკასლი” და “ვესტ ჰემი” ფეხბურთელის მიმართ მზარდ ინტერესს იჩენენ. ამის გათვალისწინებით, კატალონიელებს რაფინიას სარფიანად გაყიდვა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ რაფინიას წასვლა ლამინ იამალისთვის უფრო მეტ სათამაშო დროს ნიშნავს, ვინაიდან იგი, ფაქტობრივად, ერთადერთი ნომინალური მარჯვენა გარემარბი ხდება კლუბისთვის. ეს, შესაძლოა, 16 წლის ფეხბურთელისთვის უზარმაზარ დატვირთვას ნიშნავდეს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • nika 54
    18 თებ 2024, 21:17

    ნეტა ეს წავიდეს და იამალს მარტოს არ დავტოვებთ, რაფინიაში აღებული ფულით მოვუყვანთ შემცვლელს.

  • Rick Sanchez
    18 თებ 2024, 15:40

    მინიმუმ 70 მილიონად ინგლისში თავისუფლად გაიყიდება ეს.

  • Nukriiiiii
    18 თებ 2024, 01:03

    ეს გასაყიდი მაგრამ მაინც ვინმე სხვაა მოსაყვანი მარჯვენა ვინგერად. იამალი მთელი სეზონი ვერ დადგება, ეგ კიარა ვფიქრობ უმჯობესია ისეთი მოიყვანონ ასაკში როა და 1-2 წელი ითამაშებს ფლანგზე და მერე იამალი დადგება. ჯერ ადრეა ძირითადი მისთვის. ბარსამ ჭკვა უნდა ისწავლოს პედრი, გავი, ფატის შემთხვევებზე

  • Futbol Club Barcelona
    18 თებ 2024, 01:03

    ერთ 70 მილიონად თუ მივასაღეთ ეს ვინმეს იდეალური იქნება, პრინციპში 60+5 მილიონადაც სიამოვნებით უნდა გავყოდოთ. იმედია ჭკუა ეყოფა ბარსას და მსგავსი ოფერი თუ შემოვა ეგრევე გაყიდიან უყოყმანოდ! მე 50 მილიონს + 10-15 მილიონი იოლი ბონუსებადაც გავყიდდი!

  • UbralodCule
    18 თებ 2024, 00:55

    წავიდეს ეს , თუნდაც 50 მილიონი ამაში ფულია .იამალი 16 წლის ასაკში უფრო მეტს და ბევრად მაგრად აკეთებს ვიდრე ეს.ჩემი აზრით ფელიქსიც არაა საყიდელი.ხვიჩა თუ იყიდეს ფელიქსზე ,უკეთესად ითამაშებს.

  • me da barca
    18 თებ 2024, 00:30

    Made in china.

  • ♠️Spookyfy♠️
    18 თებ 2024, 00:08

    70 amashi kanfet.

  • La Pulga10
    18 თებ 2024, 00:08

    ხოდა ნა*უი რა

  • JustBarcaLover
    18 თებ 2024, 00:06

    ერთი 70 მილიონად თუ გაიყიდება კაი იქნება