Il Mattino იტყობინება, რომ “ბარსელონა” დაინტერესებულია “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გადმობირებით.
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს იყო, თუმცა გარიგება დღემდე არ შემდგარა. Il Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლისა” და კვარაცხელიას შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა ქართველის ანტურაჟს ხვიჩას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა სურს (ოსიმენის ანაზღაურების გათვალისწინებით).
გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, კვარაცხელიას მიმართ სხვა კლუბების ინტერესი იზრდება. ქართველი ვარსკვლავისთვის პსჟ, “ჩელსი” და “ბარსელონა” იბრძვის, თუმცა კატალონიელთა ინტერესი ამჟამად ყველაზე კონკრეტულია. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” ფეხბურთელს რამდენიმე თვეა, აკვირდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით საქმე უფრო შორს არ წასულა.
რა შუაშია ფრენკი კვარასთან? ან რატო შეუჭამეთ მაგ ბიჭს ტვინი ვერ გავიგე, იმდენად მოგწონთ ამ ყ*ეების ყურება, რომ ნორმალურად ვინც თამაშობს ყველას გაგდება გინდათ?
და რაფინიას გაყიდვაზე არ. დავფიქრდეთ ხომ?😀 და იმას თუ იაზრობ რომ კვარა ფრენკსი გაყიდვის შემთხვევაში ბარსას ისტორიაში ყველაზე ცუდად ჩაიწერება? რა აზრი ექმება ნაპოლიის იქნება თუ ბარსაში თუ წესიერი ნახევარ დაცავ არ გვეყოლება😀 ყველანაირ მიზეზს ნახულობთ რომ დეიონგის გაყიდვა გააპრავოთ სირცხვილია
ამ დროს პირველ სეზონში მგონი მილიონნახევარი ქონდა, ახლა ამბობენ ნაპოლი 3 თუ 4 მილიონს პირდებაო და მაგაზე მეტს როგორ ვერ მივცემთ. თუმცა ნაპოლი რამდენად აპირებს გაყიდვას ეგ კიდევ ცალკე თემაა.
კვარა და დეიონგი რა შუაშია? კვარა გააკეთებს დეიონგის გასაკეთებელს? თან კიდე 7 მლ მოითხოვენ მინიმუმ ხელფას და ბარსას მაგის დრაკი არაქვს მაგხელა ხელფასი გადაუხადოს.. დეიონგის გაყიდვა მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები თუ მინიმუმ როდრის იყიდიან ან კიმიხს
თანახმა ვარ კვარამ ჩვენთან ორივე თამაშში შეაგდოს. ოღონდ და მართლა მოიყვანონ რა.
თუ კვარას იყიდიან , მაგ შემთხვევაში არც დავფიქრდებოდი დე იონგის გაყიდვაზეე !!! სუბიექტური და მიკერძოვებული გადაწყვეტილებაა , მაგრამ მართლა მაგრა მინდა ბარსელონას ისტორიაში ქართული სახელი და გვარი ჩაიწეროს !!!