მიუხედავად სეზონის არც ისე სახარბიელო დასაწყისისა, “ლაიფციგის” 20 წლის თავდამსხმელმა ბენჟამინ სესკომ უკვე არაერთი კლუბის ყურადღება მიიქცია. მართალია, მას კონტრაქტი “ლაიფციგთან” 2028 წლამდე აკავშირებს, BILD იტყობინება, რომ მიმდინარე ზაფხულში გააქტიურდება ხელშეკრულების პუნქტი, რომელიც მას 50 მილიონ ევროდ წასვლის საშუალებას მისცემს.
ბოლო პერიოდში სესკო ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. “უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ მისი გოლი “ლაიფციგს” თამაშის მოგებაში დაეხმარა, ხოლო “აუგსუბრგთან” სესკოს გოლმა კლუბს ქულა მოუტანა. გარდა ამისა, “რეალ მადრიდთან” გამართულ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე მან ლუნინის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა და გოლიც გაიტანა, რომელიც საეჭვო ვითარებაში არ ჩაითვალა.
“ბარსელონა”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” სესკოს მიმართ ინტერესს უკვე იჩენენ. მათი სკაუტები მიიჩნევენ, რომ 20 წლის ფეხბურთელი მომავალში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდება. მართალია, “ლივერპულსა” და “სიტის” უკვე ჰყავთ ისეთი ცენტრალური თავდამსხმელები, როგორებიც დარვინ ნუნიესი და ერლინგ ჰოლანდი არიან, მაგრამ მათ არ უნდათ ასეთი იმედისმომცემი ფეხბურთელის ხელიდან გაშვება.
რაც შეეხება კატალონიელებს, მათ რობერტ ლევანდოვსკის ჩამნაცვლებლის მოძებნა სურთ, ხოლო სლოვენიელი “ბარსასთვის” მისაღები კანდიდატია – მას ბურთთან მუშაობა არაჩვეულებრივად გამოდის.
დეკუს კლიენტია? ნათესავი? ზემლიაკი მაინც? არა? მაშინ არ მოიყვანენ.
ვერც ამას იყიდიან და ვერც კვარაცხელიას. დეკუს თუ არ მოეწონა ისე შანსი არაა ლაპორტამ დაბრო მისცეს.
გააჯვას ამის მაზილა დედას შვც მე ამის გამო წააგეს რეალთან