“გრანადასთან” ნათამაშები ფრის შემდეგ ლა ლიგის 25-ე ტურში “ბარსელონა” “სელტას” დაუპირისპირდება გასვლით მატჩში “ბალაიდოსზე”. წარმოგიდენთ “ბარსასა” და “სელტას” სავარაუდო შემადგენლობებს Marca-ს მიხედვით.
“ბლაუგრანას” ტრავმის გამო არ ეყოლება ბალდე, გავი, ფერან ტორესი, ჟოაუ ფელიში, მარკოს ალონსო და სერჟი რობერტო. სამაგიეროდ, კლუბს დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდება ვიტორ როკე. უფრო დეტალურად, იხილეთ განაცხადი.
რაც შეეხება “სელტას”, რაფა ბენიტესის გუნდს დოტორი, აიდუ და მანკვილიო ტრავმის გამო დააკლდება, ხოლო აფრიკის თასის გამო – ბამბა.
ამის გათვალისწინებით, ორივე კლუბის პოტენციური სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირია:
“ბარსელონა” – ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელუ, კრისტენსენი, დე იონგი, გიუნდოგანი, იამალი, ლევანდოვსკი, პედრი.
“სელტა” – გუაიტა, მინგესა, უნაი ნუნიესი, ტაპია, დომინგოსი, რისტიჩი, ალენდე, ხაილსონი, დე ლა ტორე, იაგო ასპასი, ლარსენი.
თუ მოინდომეს და ტემპში ითამაშეს არა მგონია მოგვიგონ, მაგრამ თუ ისევ დაიწყეს ბურთის გორება და საკუთარ მეკარესთან პასაობა ისე გაგვიტანენ აზრზეც რო ვერ მოვა ჩვენი დაცვა. მერე ჩადგებიან კარებში 10 კაცი და მორჩება ამით ყველაფერი.