workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდერ ასტრალაგა საბადელის ქომაგებს კინაღამ დაუპირისპირდა

ანდერ ასტრალაგა საბადელის ქომაგებს კინაღამ დაუპირისპირდა

“ბარსა ატლეტიკსა” და “საბადელს” შორის 11 იანვარს გამართულ მატჩში, კატალონიელთა მეკარემ, ანდერ ასტრალაგამ გუნდი 2 აშკარა გოლისგან იხსნა.

Sport-ის ინფორმაციით, ამან “საბადელის” ფანები (“ბარსა ატლეტიკი” გასვლაზე თამაშობდა) გააბრაზა და ახალგაზრდა მეკარისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს. მატჩის შემდეგ ასტრალაგა მეტოქის ქომაგებთან დასაპირისპირებლად გაემართა, მაგრამ ის გუნდის წარმომადგენელმა, კარლეს ბუსკეტსმა შეაჩერა და დაამშვიდა.

წყაროს ცნობით, კლუბი ანდერთან მალე ისაუბრებს და სთხოვს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, რადგან ეს “ბარსელონას” ღირებულებებს ეწინააღმდეგება – ფეხბურთელებს ამ ყველაფერს “ლა მასიაში” ასწავლიან.

“ბარსა ატლეტიკმა” “საბადელთან” მატჩი უნაი ერნანდესის გოლით 1-0 მოიგო. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 14 თებ 2024, 23:31
    #3

    მატჩის შემდეგ ასტრალაგა მეტოქის ქომაგებთან დასაპირისპირებლად გაემართა, მაგრამ ის გუნდის წარმომადგენელმა, კარლეს ბუსკეტსმა შეაჩერა და დაამშვიდა.
    თავმოყვარე ყოფილა, კიდევ კარგი არ გაუშვეს თორემ დაიღუპავდა თავს.

  • Rick Sanchez
    schedule 13 თებ 2024, 23:22
    #2

    ფეხზე ვერ დაიკიდებს რაღაც ჩუჩუ გუნდის ფანებს?

  • MESSI 2017
    schedule 13 თებ 2024, 13:18
    #1

    ზაბადელის გულმშემატკივრის პროვოკაციებს თუ ვერ უძლებ რავი ჯობია დააყენო ერთი ადგილი ჯერ ეგ ახმახებინისე დაგმუტლავდნენ ფეხბურთი არ გაგახსენდებოდა