workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ტერ შტეგენი და რაფინია მოედანს დაუბრუნდნენ

ტერ შტეგენი და რაფინია მოედანს დაუბრუნდნენ

ზურგის ტრავმის გამო 3 თვის გამოტოვების შემდეგ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოედანს დაუბრუნდა და “ბარსელონას” კარს კვლავ ის იცავს. გერმანელმა მეკარემ “გრანადასთან” მატჩში (3-3) მინდორზე 90 წუთი დაჰყო და 2024 წელს პირველი შეხვედრა ჩაატარა.

17 მატჩის გამოტოვების მიუხედავად, ტერ შტეგენს არ ეტყობოდა, რომ ახლადდაბრუნებული იყო. საინტერესოა, რომ ტრავმამდე გერმანელმა 17 მატჩი ჩაატარა – 13 ლა ლიგაში, 4 კი ჩემპიონთა ლიგაზე. ამ შეხვედრებში მან მხოლოდ 15 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

ტერ შტეგენის მსგავსად, მოედანს რაფინიაც დღევანდელ მატჩში დაუბრუნდა. ბრაზილიელმა ჟოაუ კანსელუ შეცვალა და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. ბელოლიმ ტრავმა 11 იანვარს, “ოსასუნასთან” შეხვედრაში მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 12 თებ 2024, 20:00

    შტეგენს რა ეტყობოდა ძველი ფორმიდან? პასები მეტოქეზე? თუ ის "სეივი" სახე რო კინაღამ აახია ბურთმა, ხელიც ვერ გაანძრია. თუ ის მეტოქემ რო კინაღამ აართვა კარის წინ. ფორმის დაბრუნებამდე კაი ხანი დასჭირდება ამას, თუმცა დაცვა დაეხმარება მაგრა გრუზავენ.

  • Rick Sanchez
    schedule 12 თებ 2024, 11:11

    რაფინია მარცხენა მცველად შემოვიდა და კატასფროფა იყო. უაზრო ჩაწოდებების მეტი არაფერი უკეთებია.