workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ხელშეუხებელთა სიაში 11 ფეხბურთელი ჰყავს

ბარსელონას ხელშეუხებელთა სიაში 11 ფეხბურთელი ჰყავს

“ბარსელონა” მნიშვნელოვანი ზაფხულისთვის ემზადება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო ფანჯარა გამორჩეული არა მომსვლელებით, არამედ წამსვლელებით იქნება. ფინანსური მდგომარეობის გამო კლუბმა გაყიდვებით შემოსავალი უნდა მიიღოს. შესაბამისად, “ბარსამ” უნდა გადაწყვიტოს, ვინაა ხელშეუხებელი და ვინ – არა.

ამ კვირის ყველაზე დიდი სიახლე ფრენკი დე იონგია. ლუის კანუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი გუნდიდან წასვლას განიხილავს, ამიტომაც ამის წინააღმდეგ არც კლუბია. ასევე, შესაძლოა, რაფინია, ჟიულ კუნდე და ანდრეას კრისტენსენი წავიდნენ. Marca-ს ცნობით, ჯამში, “ბარსელონას” 11 ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს: რობერტ ლევანდოვსკი, ილქაი გიუნდოგანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რონალდ არაუხო, ფერან ტორესი, პედრი, გავი, ფერმინ ლოპესი, ალეხანდრო ბალდე, პაუ კუბარსი და ლამინ იამალი. მოსალოდნელია, რომ ამ სიაში ვიტორ როკეც იქნება, მაგრამ ვინაიდან ის ახალწვეულია, მისი საკითხი არცკი განიხილება.

ალბათ, ამ სიაში ლევანდოვსკის ყოფნა გასაკვირია, რადგან პოლონელი ამ სეზონში ძალიან ცუდ ფორმაშია. თანაც, ასაკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, იმ ის პროგრესს განიცდის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 12 თებ 2024, 20:44
    #7

    ფერან ტორესი? გვეღადავებიან ხომ?

  • Rick Sanchez
    schedule 11 თებ 2024, 22:53
    #6

    მგონი ფლიკი თუ მოვა ლევანდოვსკის ძირითადი გარანტირებული ექნება და როკეს სათამაშო დრო მოაკლდება…

  • Lasha Tchelidze
    schedule 11 თებ 2024, 22:49
    #5

    ლევანდოვსკი და ფერანი არიან ხელშეუხებლები და კუნდე-დეიონგი არა?!😀

  • Jorkaeff
    schedule 11 თებ 2024, 22:44
    #4

    ციტატა: sandro89
    ლევანდოვსკი პირველი დატოვებს ბარსას

    ფლიკი თუ მოვიდა ლევანას არსად გაუშვებს. ააყომარებს ლევანას ისევ მაგრად უეჭველი.

  • Frenkie de Jong_
    schedule 11 თებ 2024, 21:35
    #3

    აუ ფლიკიიიი თუ მოვიდა ბალდეეეეეეესსს ფიზ მომზადება ძან საინტერესო იქნებააააააააა 20 კილოიანი რო უცებ დევისის ტანზე იქნება

  • CHEPE
    schedule 11 თებ 2024, 21:33
    #2

    არადა ფლიკი რა კაი ფორმით დაიწყებს თამაშს😉😄😄 ძველი დიდების ეგებ იყივლოს ფესვებმა და წამოდგეს ფეხზე კლუბი

  • sandro89
    schedule 11 თებ 2024, 21:31
    #1

    ლევანდოვსკი პირველი დატოვებს ბარსას