ჩაბი ალონსომ, შეიძლება, “ბარსელონას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, მარტინ სუბიმენდის გადაბირება სცადოს, თუ იგი მომავალი სეზონიდან “ლივერპულს” გაწვრთნის.
მართალია, ჩაბი ალონსო ამჟამად ბუნდესლიგაზეა კონცენტრირებული, სადაც იგი “ბაიერთან” ერთად სასაწაულებრივ სეზონს ატარებს, მაგრამ არაერთი წყაროს ცნობით, ესპანელი მწვრთნელი “ლივერპულში” იურგენ კლოპის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება (გერმანელი მწვრთელი “ლივერპულს” სეზონის ბოლოს ტოვებს). Football Transfers-ს ცნობით, თუ ალსონსო “ლივერპულში” გადავა, მაშინ მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე “რეალ სოსიედადის” ნახევარმცველი და მისი ყოფილი შეგირდი მარტინ სუბიმენდი იქნება.
მარტინ სუბიმენდი “ბარსელონას” და “არსენალის” სატრანსფერო რადარზეა. ისიც აღსანიშნავია, რომ “არსენალი” ფეხბურთელის შესაძენად მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ის თანხაა, რომლის შეთავაზებაც კატალონიელებს გაუჭირდებათ, თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.
პარტეი, ჟორჟინიო და რაც მთავარია რაისი ჰყავს არსენალს, ეს რა ჯანდაბად უნდა?
წელს ძალიან პრაგმატულს უბერავს არსენალი და რატომაც არა დაყენე ეს ორი და ცენტრა შეჭამენ.
ალონსო სუბიმენდის ყოფილი მწვრთნელიც არის და ზემლიაკიც, ორივე ბასკები არიან. ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ.
ლივერპულსო
"ისიც აღსანიშნავია, რომ "არსენალი" ფეხბურთელის შესაძენად მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს."
ლივერპულსო
არსენალს 110 მილიონიანი ღირებულების დეკლან რაისი ჰყავს საყრდენზე ეს რა ჯანდაბათ უნდა სკამისთვის ?!
ფრიმპონგს და ვრიცს არ დაედოს ამ ზაფხულში ხელი ნეტა და ავშენდებით
არსენალს რა ჯანდაბათ სჭირდება? დეკლან რაისი ჰყავთ