“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და “ბარსა ატლეტიკის” ამჟამინდელი მწვრთნელი, რაფა მარკესი საინტერესო ისტორიას იხსენებს:
მესის დებიუტი მახსოვს, მაგრამ მასზე მანამდეც გვესმოდა, რომ “ლა მასიაში” ყველასგან გამორჩეული ბიჭი ჰყავდათ – ნამდვილი ფენომენი.
ვიცოდით, რომ ლეო დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ გვინდოდა, სავარჯიშო სესიებზე მას დავხმარებოდით. არგენტინელს ბევრ შენიშვნას ვაძლევდი და მისმენდა. ლიონელს 3-4 მეტოქის მოტყუება შეეძლო, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტები მოსდიოდა. ვცდილობდით, მასთან პირდაპირები ვყოფილიყავით.
ლეოს ვეუბნებოდი: “აქ დრიბლინგი გჭირდება, მაგრამ იქ – არა. უფრო ჭკვიანური პასები უნდა გააკეთო და თანაგუნდელებთან იმუშაო.” ერთ დღეს, ამ რეპლიკების გამო, მესისთან შელაპარაკება მომივიდა. გვარდიოლა იძულებული გახდა, საქმეში ჩარეულიყო, რადგან ჩხუბი არ დაგვეწყო.
სიმართლე ისაა, რომ ჩვენ მეგობრები არ ვიყავით, მხოლოდ თანაგუნდელობით შემოვიფარგლებოდით. მიუხედავად ამისა, ლეოს ბრწყინვალე კარიერისთვის დიდ პატივს ვცემ – ის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია.
რაფა მარკესი და ლეო მესი “ბარსელონაში” თანაგუნდელები 2003-დან 2010 წლამდე იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 125 მატჩი ჩაატარეს.
ლეგენდარული მექსიკელი 2022 წლიდან “ბარსას” სარეზერვო გუნდს წვრთნის.
რეებს ბჟოტიალობს ბოლო კვირებია ეს?
ის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია.
უდიდესები ოხრად არიან, ლეო საუკეთესოა უდიდესებში.
ნეტა იამალს რას ასწავლიდა თავისთან რო ყავდა, მაგასაც უკრძალავდა დრიბლინგს.
წარმოიდგინეთ ეს რო მესის ასწავლის რო ჩემი ბიჭი 1 კაცი მოატყუეე გააკეთე პასიი ან უკან დააბრუნე ბიძიიი… :დდდ
ვახ რაფა გააჯვი 😀 <3
შენ გამოგიზრდია მესი შენი ჩამომრეკი ))) ა კაცი, თურმე რაში ყოფილა საქმე
აი რამ დაასლევათ ან ეს ან ის დეკუ ვა
მოკლედ ხალხი ადგილის გამო რეებს არ კადრულობს. რატომღაც ახლა გაიხსენა ეს სცენა, როცა ჩავი მიდის.
აი რა სათქმელია ეხა ესსსსსსსსსს
ვაზელინიიიი გადავუსვათ ??????
ლაპორტას ულოკავს. მესისთან კონფლიქტი იმასაც აქვს და ცდილობს აჩვენოს ერთ გუნდში ვართო. რა ქნას, მექსიკის ნაკრებს თუ ჩააბარებენ და უცებ ბარსას ხოდი ეჩითება
ცუდად ჭიკჭიკებს ეს😀
7წელი რო ერთად თამაშობთ და მხოლოდ თანაგუნდელობით შემოიფარგლები აშკარად ვერ უგებდით ერთმანეთს. უნდა ითქვას მარკესი ბარსას ცენტრალურ მცველებში გამორჩეული იყო პუიოლის შემდეგ ალბათ ეგ მომწონდა ყველაზე მეტად