workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერან ტორესს პარიზის ოლიმპიადაზე თამაში სურს

ფერან ტორესს პარიზის ოლიმპიადაზე თამაში სურს

Relevo-ს ინფორმაციით, ფერან ტორესს 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიადაზე თამაში სურს. 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ტორესს დაუკავშირდა, რათა ფეხბურთელის პოზიცია გაეგო. მიუხედავად იმისა, რომ ფერანი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, მან ფედერაციას ოლიმპიურ თამაშებზე წასვლის სურვილი დაუდასტურა. 

ქვეყნებს ოლიმპიადაზე 23 წელს გადაცილებული მხოლოდ 3 ფეხბურთელის წაყვანა შეუძლიათ და შესაბამისად, ტორესი ერთ-ერთი მათგანი იქნება. ფერანი ამჟამად 23 წლისაა, მაგრამ 29 თებერვალს 24 წლის გახდება.

ესპანეთი ოლიმპიადაზე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტის რანგში გადის. ტორესს ამ ტურნირზე არ უთამაშია, რადგან ეროვნული ნაკრების წევრია, მაგრამ ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები (2017 და 2019 წლებში) მოიგო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელს ევროპის ჩემპიონატიცაა. შესაბამისად, თუ ესპანეთის ნაკრები გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩასატარებელი ტურნირის ფინალს მიაღწევს, ფერანს ოლიმპიადის დაწყებამდე, დასასვენებლად მხოლოდ 10 დღე ექნება.

ოლიმპიური თამაშები სტარტს 24 ივლისს აიღებს და 10 აგვისტოს დასრულდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 11 თებ 2024, 16:47
    #3

    ციტატა: me da barca
    ამ მაზილას ნორმალურ ფასად თუ გაასუხარებენ ძალიან კარგი იქნება. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ბარსაში ეს და რაფინია ერთი შლანგია. ამის ერთი მატჩიც არ მახსოვს, სადაც კაცი იტყვის იფრინაო, თუნდაც ბეტისთან თამაში, რომ ავიღოთ, სადაც 3 გოლი გაიტანა.


    ბეტისთან შეგვიძლია ვთქვათ რომ იფრინა, სამი გოლი შეაგდო მეტი რა ქნას?

  • nika 54
    schedule 09 თებ 2024, 21:40
    #2

    გაუშვით, ბარსა ხო უკვე ააყვავა და ეხლა ოლიმპიადასაც მოაგებინებს ესპანეთს.

  • me da barca
    schedule 09 თებ 2024, 16:49
    #1

    ამ მაზილას ნორმალურ ფასად თუ გაასუხარებენ ძალიან კარგი იქნება. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ბარსაში ეს და რაფინია ერთი შლანგია. ამის ერთი მატჩიც არ მახსოვს, სადაც კაცი იტყვის იფრინაო, თუნდაც ბეტისთან თამაში, რომ ავიღოთ, სადაც 3 გოლი გაიტანა.