ბარსელონა მალკომის თაობაზე ზენიტს უჩივის

ბარსელონა მალკომის თაობაზე ზენიტს უჩივის

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” უჩივლა და 490 000 ევროს ითხოვს.

წყაროს ცნობით, “ბარსა” რუსული კლუბისგან ელის ბონუსს, რომელიც არ გადახდილა. საქმე მალკომის ტრანსფერს ეხება, რომელიც კატალონიური გრანდიდან რუსეთში 2019 წელს, €41.5 მილიონად გადაბარგდა. “ბლაუგრანამ” სარჩელი სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა და სხდომა 22 მარტს გაიმართება. 

შეთანხმების თანახმად, “ზენიტს” აღნიშნული ბონუსი უნდა გადაეხადა ყოველ ჯერზე, როცა ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა და მალკომი მონაწილეობას შიდა ჩემპიონატის მატჩების მინიმუმ 50%-ში მიიღებდა. რუსული კლუბი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთეს, მაგრამ 2021/22 წლების სეზონში მათ ჯგუფურ ეტაპზე €41 მილიონი გამოიმუშავეს.

“ბარსელონამ” ბრაზილიელი შემტევი 2018 წელს, “ბორდოდან”, €41 მილიონად შეიძინა, მაგრამ იმის გამო, რომ ის ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედიოდა, “ზენიტს” მიჰყიდა. მალკომი ამჟამად “ალ ჰილალში” ასპარეზობს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    08 თებ 2024, 21:41

    ნახევარ მილიონზე ჭიჭყინებს ბარსა? საცოდაობაა.

  • nika 54
    08 თებ 2024, 20:44

    ზენიტს უჩივლა თორემ რუსებს რამე არ გამოსტყუოს. რუსეთმა ომის შემდეგ მალკომის ნახევარი მილიონი კი არა მაკდონალდიდან დაწყებული, რომელმაც პირველმა დატოვა რუსეთი არაფერი არ მისცა და აქეთ მოსთხოვა ფული ყველა უცხოურ ფირმას, გარდა მაგისა ეარბასის და ბოინგის 200-ზე მეტი თვითმფრინავი რომელიც ლიზინგით ყავს წაყვანილი მათ მოთხოვნაზე რო ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დააბრუნოს თვითმფრინავები შუა თითი უჩვენა. რუსეთი არაფრის მომცემი არ არის და მიზეზსაც იპოვის. თუნდაც სწორედ ლიგაზე არდაშვებას, იტყვის შემოსავლები არ შემომდისო. მე შენ გეტყვი შეეშინდება ან შერცხვება რამე.

  • Don_Andresito
    08 თებ 2024, 08:19

    ყველა ამათ აბოლებს