ბარსელონამ კალვინ ფილიპსი უმოქმედობით დაკარგა

ბარსელონამ კალვინ ფილიპსი უმოქმედობით დაკარგა

“ბარსელონასთვის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ერთი პრიორიტეტი ნახევარმცველის შეძენა იყო, ფავორიტად კი კალვინ ფილიპსი მოიაზრებოდა, რომელიც საბოლოოდ დევიდ მოიესის “ვესთ ჰემსს” შეუერთდა.

როგორც ესპანურ მედიაში წერენ, კლუბისთვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ფინანსური Fair Play გახდა, რამაც ფილიპსის “ბარსელონაში” ტრანსფერს დაღი დაასვა.

მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, ალეხანდრო ბალდეს ტრავმამ (გავის შემთხვევის მსგავსად, როდესაც ფეხბურთელის ხელფასის 80% ახალი მოთამაშის დასამატებლად გამოიყო) ფულის ფილიპსის ტრანსფერის გარშემო ორგანიზებას შეუწყო ხელი, თანაც ყოველგვარი Fair Play-ის წესების დაცვით, თუმცა “ბარსელონამ” “ვესთ ჰემთან” დროში წააგო.
საქმე ისაა, რომ ბალდე 24 იანვარს “ატლეტიკ ბილბაოსთან” დაშავდა, მისი ტრავმის სიმძიმის შესახებ კი ინფორმაცია 3 დღის დაგვიანებით დადასტურდა. აღნიშნული 3-დღიანი შუალედი “ვესთ ჰემის” მფლობელებმა სათავისოდ გამოიყენეს და ფეხბურთელთან საკონტრაქტო დეტალები შეათანხმეს, “ბლაუგრანამ” კი პოტენციური გამოთავისუფლებული თანხა ახალი მოთამაშის დამატებაში ვერ გარდასახა.

– ვკითხულობთ Marca-ს გამოცემაში.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    08 თებ 2024, 21:27

    იყოს სადაცაა კაცო. ასეთი ნაგვის ყოლის გამო გვაქვს ასეთი შედეგები.

  • Don_Andresito
    08 თებ 2024, 08:10

    პირველივე თამაშში გოლი აჩუქა მეტოქეს

  • rivaldo80
    07 თებ 2024, 22:06

    სადაც გადახვედი ზუსტად ეგა შენი დონე ნახვამდის

  • sandro89
    07 თებ 2024, 21:04

    Es magari <<ცენზურის დარღვევა>>a

  • nikusha
    07 თებ 2024, 20:05

    ჟირონასთან რეალს დაცვის ფეხბურთელებიდან არ ეყოლება: რუდიგერი, ალაბა, ნაჩო, მილიტაო, ფრან გარსია და კასტილიელი ცენტ მცველი კარილიო

    მენდი, ჩუამენი, კარვახალი, ვასკესი – ალბათ ეს ოთხეული იქნებოდა. კამავინგასაც და მენდისაც შეუძლია ცენტ მცველად თამაში მაგრამ თუ მენდი ცენტ მცველი იქნება მაშინ მარცნივ ან კამავინგა იქნება ან კარვახალი და მარჯვნივ ვასკესა

  • PavleG
    07 თებ 2024, 19:34

    რავი ეგ არაფერი დანაკარგი არაა, მაგრამ დეკუს მუშაობის ხარისხზე კი უსვამს ხაზს. ალემანის დროს თავისუფალ აგენტებთან როარავის დაესწრო მოლაპარაკებები კაი ხნით ადრე იჩალიჩა. ალეიშ გარსია მოყავთ მგონი ჟირონადან, ისე ეგ რო ტოპი იყოს გვარდი წაიყვანდა თავისთან, როგორც სავიო გაიფორმეს ახლა ჟირონადან.

  • nika 54
    07 თებ 2024, 18:53

    თუ მართლა ასე იყო, გასაკვირი არაფერია ჩვენ ხომ დეკუ გვყავს ყველაფრის გადამწყვეტი.

  • C.PC5
    07 თებ 2024, 18:45

    არ ვჯავრობთ დიდად იყოს სადაცაა, მარკამ საყვარელი კლუბის ხოტბის შესმას მიხედოს ჯობია laughing