Mundo Deportivo წერს, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელ ახალწვეულს, ვიტორ როკეს პირადი მენტალისტი ჰყავს, სახელად ლულინია ტავარეში, რომელთანაც 18 წლის ფეხბურთელი წლებია მუშაობს.
ამავე წყაროს ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ სწორედ ტავარეშია ადამიანი, რომელიც როკეს ადაპტაციის პროცესის სწრაფად გავლასა და ახალი რეალობის უმტკინვეულოდ ათვისებაში ეხმარება.
2021 წლის 13 ოქტომბერს “კრუზეიროში” ვიტორ როკეს დებიუტი შედგა. მწვრთნელმა ფეხბურთელი მინდორზე 61-ე წუთზე შეუშვა და 18 წუთში შეცვალა, რის გამოც თავდამსხმელმა მატჩი აცრემლებულმა დატოვა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ვიტორ როკე ლულინია ტავარეშთან თანამშრომლობს, რაც მას სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება.
16 წლის ასაკში მიღებული მენტალური ტრავმის აღმოსაფხვრელად, ვიტორ როკე ტავარეშთან საკმაოდ ხშირად საუბრობს, სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს, რაც მის ფსიქიკურ მდგრადობას უზრუნველყოფს. სხვათა შორის, ტავარეში ანალოგიურ საქმეში “ფულჰემის” ორ ფეხბურთელს, ანდრეას პერეირასა და როდრიგო მუნიზს ეხმარება.
ესპანურ გამოცემას მენტალისტის კომენტარიც მოჰყავს, რომელსაც ის ვიტორ როკეს “ბარსელონაში” ჩაფრენასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აკეთებს.
თავიდან ეიფორიაში იყო, თუმცა ვიტორს ყველა ძალიან თბილად დახვდა, რამაც მას ადაპტაციის პერიოდი გაუმარტივა. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, მან მიწაზე დაშვება დაიწყო, მოლოდინები შეიმსუბუქა და საქმის კეთებას შეუდგა. მერწმუნეთ, თუ ვიტორი თავს სახლში იგრძნობს, ის მომავალ სეზონში ძალიან პროდუქტიული იქნება.
ჩემი კლიენტის სურვილი ისაა, რომ “ბარსელონაში” სახელი დატოვოს და კლუბს უკან ყველაფერი სიკეთით, გატანილი გოლებით დაუბრუნოს.
– ამბობს ლულინია ტავარეში.
ისე რა მაგრა გავს, მეგონა მამამისზე იყო სტატია.
კი ემოციურია და უნდა აკონტროლოს
ისეთი სათაური აქვს სტატიას მეთქი მუტანტია ეს ბავშვი, რაღაც პროფესორი ქსავიერის პონტითქო.
როცა " ალავესთან " თამაში დამთავრდა იმ დღეს ლაივში მინდოდა კომენტარის გაკეთება მაგრამ თავი შევიკავე ზუსტად ეგ ამბავი მაინტერესებდა როკეს მეორე ბარათი უფრო ზუსტად მოედნიდან გაძევება ! ……18 წლის ბიჭია სხვა ჩემპიონატიდან ჩამოსული ნამდვილად სხვა მენტალობით ! პირველივე ინტერვიუში თქვა აქ სხვა თამაშის ტემპიაო ბევრი უნდა ვისწავლო აქ სხვებისგან და საკუთარ თავზე ვიმუშაოო და ამ დროს ჩავი ცოტა მეტ სათამაშო დროს აძლევს და როკეც ზედიზედ 2 თამაშში 2 გოლს აგდებს ! მაგრამ რა ხდება? მუნუერა ხდება მარტივად გასაგებად ! უნდათ ეხლა ათამაშებული ბრაზილიელი ?! ჰოდა აგდებენ მოედნიდან წითლით ! რა მოხდა მერე იტყვის კაცი ვინ არ გაუგდიათ! მაგრამ აქ სხვა რამეა საინტერესო პატარა ბიჭის მენტალობას ცდიან მარტივად რომ ვთქვა პრესავენ გაუძლებს თუ ვერ გაუძლებს ! მერე აქ ვიღაცა მადრიდისტა 16 წლის ბუკაკო შემოვარდება და დაწერს აბა სეზონის ბოლოს ნაქეთ ლა ეგ თქვენი ბალცელონა ლომელ ადგილზე იქნება და ცვენი ლეალი კიდე ლომელზე
ვერ ეგუებით !
ჰაჰჟაჯჟაჰაჯა ბუკაკოო😂😂😂😂😂😂😂😂

ტორესს ყავს უკვე ფსიქოლოგი და შედეგიც სახეზეა, აი ფელიშს მართლა ჭირდება, თან ძალიან. ლევანდოვსკისაც არ აწყენდა იდეაში😃
არიქაა ფელიქსი და ტორესი მიყვანეთ ამ კაცთან 🙄
კარგია რომ აქცევს ეგეთ რაღაცებს ყურადღებას და არ ტოვებს ისე, თუმცა ვერცერთი მედიკამენტი და ვერცერთი ფსიქოლოგი ვერ უშველის ადამიანს ისე როგორც საკუთარ თავთან მუშაობა, ჯერ ბავშვია და კიდევ სწავლობს, იმედია მომავალში უფრო გაითავისებს ამ აზრს.