“რეალ მადრიდი”-:-“ალმერიასა” და “ხეტაფე”-:-“ბარსელონას” მატჩებიდან აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ჟერარ რომერო იმუქრება, რომ ვიტორ როკეს წითელ ბარათზე მსაჯების საუბარსაც გაასაჯაროებს.
– თქვა რომერომ Twitch-ზე.
“ალავესთან” მატჩში როკე 2 ყვითელი ბარათით გააგდეს, მაგრამ მარტინეს მუნუერამ მას მეორე ბარათი ძალიან საეჭვო სიტუაციაში უჩვენა. მომენტი VAR-ს ოთახში არ გადაუმოწმებიათ, რადგან, წესების მიხედვით, მსაჯს ყვითელი ბარათის ამოღების შემდეგ კონსულტაცია არ სჭირდება.
“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ ვიტორის წითელ ბარათს გაასაჩივრებს. მარტინეს მუნუერამ ვრცელი მოხსენება დაწერა, რომელშიც ახსნა, როკეს მეორე ყვითელი ბარათი რატომ უჩვენა, მაგრამ უარის მიღების შემთხვევაში “ბარსა” აპირებს, რომ კომიტეტის მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილება გაიხსენოს – “კადისი”-:-“ვალენსიას” მატჩში იმავე არბიტრის მიერ ხავიერ ერნანდესის ჩვენებული ბარათი აპელაციის შემდეგ გააუქმეს.
ისიც აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა “ბარსელონას” აპელაცია ბოლოს 10 წლის წინ, 2014 წელს დააკმაყოფილა.
თუ კომიტეტი “ბარსას” საჩივარს არ მიიღებს, ვიტორ როკე 11 თებერვალს “გრანადასთან” მატჩს გამოტოვებს.




რას იმუქრები გაასაჯაროვე თუ ასაჯაროვებ კაცო, ესენი მაინც არ დააკმაყოფილებენ ბარსას საჩივარს.
ეგ რას გვიშველის პერესმა შუა თამაშში რო მისცეს მსაჯს ფულის ტომარა მაინც არაფერი მოხდება და კიდე ბარსას დაბრალდება მსაჯების მოსყიდვა
ყველა რეალის ფანს რო ერთნაირი ლოგიკა აქვს ეგაა კაიფი ყველაფერზე იმ 14 ჩემპიონთა ლიგას გიხსენებენ თუნდაც არაფერ შუაში რომ არიყოს
😃😃😃😃 თუ რამე იცი დაფქვი შეჩემისა რას იმუქრები, თურადა დააყენე ეგ იტალიური დრაკი, თორე ნეგრეირას საქმე მონაგონი გახდება იმხელა ამბავს ატეხავენ ბარსას დაკვეთით ახდენდა ზეწოლასო.
თუ რამე აქვს დადოს პირდაპირ რათ უნდა ამას შეპირება თუ დაშინება. ჟურნალისტი და აქვს ამ ყველაფრის უფლება ვისი ეშინია ტებასის თუ პერესის?
მხეცია რომერო იმენა) მიდი ჯოგარო მიდი, რომც გააუქმონ მაინც უნდა დადო ეს აუდიოჩანაწერი და უნდა გაიგოს ყველამ რამხელა მაფია ტრიალებს იმ ტებასის სექტაში. უნამუსოები აქეთ რო დებენ შარს ბარსას მსაჯები ეხმარებიანო მაგათი დედები რო მივაცენზურე.