ჩავი ერნანდესი ალავესთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ალავესთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “ალავესთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

ხვალინდელი მატჩი ძალიან რთული იქნება. “ალავესი” ლუის გარსია პლასას ხელში შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ 3 ქულა გვჭირდება. კარგად უნდა შევუტიოთ, მაგრამ მეტოქის კონტრშეტევებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მათ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ.

ბევრი ვიმოგზაურეთ და დასვენების დრო არ გვქონდა. იანვარში 9-10 მატჩი ჩავატარეთ. ასეთი გრაფიკი საშინელებაა, რაც ტრავმებს იწვევს. ამის თავიდან არიდებას GPS-ის ფიზიკური მონაცემებით ვცდილობთ.

როცა გუნდში მოვედი, კარგი სეზონი გვქონდა და მიზნებს მივაღწიეთ. მეორე სეზონიც ძალიან კარგი იყო, მესამეში კი მოლოდინები არ მართლდება, მაგრამ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლა კვლავ შეგვიძლია.

ვიტორ როკემ ფიზიკურ კომპონენტში ძალიან მოუმატა. ვფიქრობ, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება. გატანილი გოლი ბრაზილიელისთვის თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად ძალიან კარგი იქნება. მას დრო სჭირდება.

ლაპორტას ვუთხარი, რომ გუნდს დინამიკის შეცვლა სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილების საჯაროდ თქმის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

დაღლილი არ ვარ, არც მენტალური პრობლემები მაქვს და არც კრიტიკის გამო გადავმდგარვარ. კლუბს ჩემზე კარგად ვინ იცნობს? უბრალოდ, ვგრძნობ, რომ 30 ივნისს უნდა წავიდე. კლუბისთვის ასე სჯობს. “მონჟუიკსა” და “კამპ ნოუზე” სიარულს გავაგრძელებ.

მივდივარ, რადგან უკვე 2.5 წელია, “ბარსას” მწვრთნელი ვარ და მივხვდი, რომ ეს პროცესი ამად არ ღირს. ყოველდღიურად ამდენ რაღაცასთან ბრძოლა სასიამოვნო არაა. აქ მინახავს მწვრთნელები, რომლებიც მოგების დროსაც უამრავ რამეს უმკლავდებოდნენ. “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ იაგობა არასატემ მითხრა, რომ ორშაბათიდან პარასკევამდე სიამოვნებას იღებს, მე – ვერ ვიღებ. ამ პროცესით სხვა ქვეყნებშიც სიამოვნებას იღებენ.

ბერგვალი? ეს საბაზრო სიტუაციაა. 16-17 წლის ფეხბურთელებს პირველ გუნდში თამაში სურთ. ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, მაგრამ საბაზრო მარკეტი ასეთია.

რობერტი სამაგალითოა. ის მუდმივად განვითარებაზე მუშაობს და გუნდის დახმარება სურს. ასაკის მატებასთან ერთად სისხარტე იკლებს, მაგრამ ჭკვიანურად უნდა იმოქმედო. ლევანდოვსკის ვეხმარებით და მას ეს ყველაფერი ესმის.

“ალავესისა” და “ბარსელონას” მატჩი “მენდისოროსაზე” თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • nika 54
    04 თებ 2024, 17:29

    "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ იაგობა არასატემ მითხრა, რომ ორშაბათიდან პარასკევამდე სიამოვნებას იღებს, მე – ვერ ვიღებ. ამ პროცესით სხვა ქვეყნებშიც სიამოვნებას იღებენ.
    ანუ სიამოვნებას ვერ იღებს გუნდთან მუშაობით? აბა რათ უნდა მწვრთნელობა, სხვა რა ევალება მწვრთნელს გარდა იმისა რო მთელი კვირა უნდა იმუშაოს გუნდთან, შაბათ-კვირის მატჩებზე მომზადების გარდა.
    აი კალაძეს არ უნდოდა მწვრთნელობა და მერი გახდა. იყაროს მაგანაც კენჭი იქნებ ბარსელონას მერი გახდეს. შეიძლება სიამოვნებაც მიიღოს.

  • azulgerana
    03 თებ 2024, 20:48

    პეპ გვარდიოლას პრესკონფერენცია ნახე და შეადარეთ ხავის პრესკონფერენციას

    "წელს შესანიშნავი სეზონი გვაქვს, ამ მატჩს განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ. "ატლეტიკო" ძალიან კარგი გუნდია და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ, ამიტომაც ეს თავიდან , რომ ავიცილოთ , ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ რათა 3 ქულა მოვიპოვოთ. "ლა ლიგა" – ში ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს, არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ რაც შეიძლება კარგად უნდა მივუდგეთ "ატლეტიკოს", ბურთი ვაკონტროლოთ და ეს ნამდვილად იქნება წარმატების საწინდარი".

    "ფინალი ნამდვილად შესანიშნავი იქნება. 20 აპრილს ძალიან კარგი მატჩი შედგება. "რეალი" ძალიან კარგი გუნდია და იგი იმსახურებს ჩვენს პატივისცემას. როდესაც, ერთხელ დაამარცხებ გუნდს, მეორედ ორმაგად უფრო ძნელი იქნება მათთან თამაში, ჩვენ ორმაგად უფრო გაგვიჭირდება "კოპა დელ რეის" ფინალში გამარჯვება, მაგრამ ფინალის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".

    "მატჩი "ბერნაბეუზე" არ გაიმართება, "რეალი" სახლში ძალიან ძლიერი გუნდია, ჩვენთვის პრიორიტეტულია სახლში თამაში, მაგრამ ნეიტრალურ მოედანზე ყველას ჯობს თამაში, ორივე გუნდი კარგ პირობებში იქნება. 20 – ში ნამდვილი სანახაობა გველის".

    "ფინალამდე ჯერ ადრეა. ერთ კვირაში 2 კლასიკოს თამაში მოგვიწევს და ეს არ არის ადვილი. მაგრამ დაკსკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, წინ 2 თვეზე მეტი არის მოსამზადებლად, მანამდე კი მნიშვნელოვანი მატჩები გველის".

  • ♠️Spookyfy♠️
    03 თებ 2024, 19:47

    ციტატა: Rick Sanchez
    აუ არ ტირის ყველა კონფერენციაზე?! წაიღო ტვინი, რატომ უნდა იყოს ალავესი რთული მეტოქე ბარსელონასთვის? დავიღალე.

    Abaa tvini shechama ukvee to. Tan magar sisuleleebs bazroms da vigacas daawerinos mainc text an ikitxos mainc. Es axlave gasashvebi iyo mara didi albatobit sezoni mainc chavardnili iyo da pativiscemis gamochena kaia(tumca sheidzleba axl mosuls flikis effect hqonida).

  • Rick Sanchez
    03 თებ 2024, 19:20

    აუ არ ტირის ყველა კონფერენციაზე?! წაიღო ტვინი, რატომ უნდა იყოს ალავესი რთული მეტოქე ბარსელონასთვის? დავიღალე.

  • MESSI 2017
    03 თებ 2024, 16:45

    ციტატა: რივალდო-მესი

    ციტატა: Gaucho24
    ძაან ცუდად ილაპარაკა , ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრესკონფერენციაა რაც ჩაუტარებია.. ბარსელონას მაღალი სტანდარტი რომ აქვს ეგ არაა ახალი , ყოველთვის მაქსიმუმს რომ ითხოვს ყველა ეგეც თავიდანვე იცოდი ხავი და რა არ გიღირს? ბარსელონას მწვრთნელობა არ გიღირს ესეიგი და ნანობ.. პლუს ამას გასაგებია მეტოქის პატივისცემა მაგრამ ყოველი თამაშის წინ იმის ძახილი რომ ხვალინდელი მატჩი ძალიან რთული იქნება არც ეგ მომწონს , არ თქვა რომ ადვილი იქნება ეცი მეტოქეს პატივი და შეაქე რომ კარგი გუნდია მაგრამ ნუ იტყვი რომ რთული იქნება და ისედაც ყველანაირად დანგრეულ ფეხბურთელებს ნუ აჩვენებ რომ ალავესთანაც გაუჭირდებათ მოგება , ბარსელონაა ეს და არა ბილბაო.. გამოცდილება გაკლია ჩემო ხავი , რაღაცნაირად ცუდად მომხვდა ეს საუბარი..

    აზრების ჩამოყალიბებაში არც ფეხბურთელობისას გამოირჩეოდა და მით უმეტეს ;მწვრთნელობისას ; კარგია რომ დამთავრდება ეს მარაზმი ზაფხულში. ახლა მთავარია ნაპოლის გავცდეთ და მეორე ადგილისთვის ბრძოლაში პრიმერაში ბოლომდე დავრჩეთ. ზაფხულამდე წესიერი მწვრთნელი უნდა იპოვოს მსუქანამ. წყნარად როგორ არჩევენ მწვრთნელებს კი ვხედავთ ბოლო წლებია და აჩქარებით შეიძლება მართლა გეგუჩაძე მოიყვანონ. ამიტომ ნუ იქნები ხავი ჩაჯ მული და წესიერათ დაამთქვრე ეს სეზონი.

    მოერე პრობლემა ისაა რომ მწვრთნელს დეკუ ეძებს და არა ლაპორტა

  • რივალდო-მესი
    03 თებ 2024, 12:59

  • walker599
    03 თებ 2024, 12:58

    ეეხ ჩავი, რაც არ უნდა გაპატიო, შენ ნაწარმოებ სატრანსფერო პოლიტიკას ვერ გაპატიებ, ნიკო რო გაუშვი და რომეუ მოათრიე აი მაგას ვერ გაპატიებ პირველი, რითი გერჩია რომეუ ნიკოს 🤷‍♂️

  • Gaucho24
    03 თებ 2024, 12:08