“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში “ოსასუნა” 1-0 დაამარცხა.
კატალონიურმა კლუბმა კარში ზუსტად მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა და მომენტებს იშვიათად ქმნიდა.
“ბარსას” გამარჯვება ბრაზილიელმა ახალწვეულმა მოუპოვა: ჟოაუ კანსელუს ტრიველა-პასის შემდეგ, ვიტორ როკემ, რომელიც მოედანზე 1 წუთის წინ გამოსული იყო, თავით ყველას დაასწრო და ევროპაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

“ბლაუგრანა” ამჟამად 47 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მასზე წინ “რეალ მადრიდი” (54 ქულა და 1 მატჩი თადარიგში) და “ჟირონა” (55 ქულა) არიან.
ჩავის გუნდს ლა ლიგაში მომდევნო მატჩი 3 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე, “ალავესის” წინააღმდეგ ელის.




მესამეზეც აღარ არის, ჩვენ მატჩის შემდეგ ატლეტიკომ ითამაშა და რაიოსთან მოგების შემდეგ მე-3 ადგილზე დაბრუნდა.
ნუ სვარკა იყო, თუმცა 3 ქულა 3 ქულაა, 3 ქულიანი ტაური მით უმეტეს…
ისე, რაფინია, ფელიში, ფერანი… 3 კაცი შეტევაში დალეწილი და 9-იანიც დაჟანგებულია…
თავით გატანილმა გოლმა გაასწორა თან სიმაღლეში პატარაა
და კანსელოს ასისტების)
საშინელი მატჩი იყო. მხოლოდ როკეს გოლის გამო ღირდა ყურება.