workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
0 - 0
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
Marca მუნუერას ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ბარსასთვის არდადებულ პენალტს ეხება

Marca მუნუერას ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ბარსასთვის არდადებულ პენალტს ეხება

ესპანურმა Marca-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მთავარი გმირებიც “რაიო ვალეკანოსა” და “ბარსელონას” შეხვედრაზე მომუშავე არბიტრები, მუნუერა მონტერო და ხაიმე ლატრე არიან.

ლა ლიგის მე-14 ტურის დაპირისპირების მთავარი მსაჯი ხოსე ლუის მუნუერა მონტერო გახლდათ, რომელმაც ბოლო წუთებზე რაფინიას მასპინძელთა საჯარიმოში წაქცევა დარღვევად არ მიიჩნია და “ბარსელონას” სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა.

Marca სწორედ მუნუერა მონტეროსა და VAR-ის ოთახში მომუშავე სანტიაგო ხაიმე ლატრეს აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც რაფინიაზე დარღვევა ვერც ერთმა და ვერც მეორე მსაჯმა ვერ დაინახა.

სანტი, აქ საგანგაშო არაფერია, რაფინია უბრალოდ ცდილობს, რომ მომენტი დაასრულოს, მეტს ვერაფერს ვხედავ.

– ამბობს მუნუერა მონტერო, რომელსაც ლატრე პასუხობს, რომ რაფინიასა და მცველს შორის კონტაქტი საკმაოდ მიზერული იყო, რაც ეპიზოდზე განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენდა. 

სხვათა შორის, ჩავიმ ერთ-ერთ წინა პრესკონფერენციაზე ეს ეპიზოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსაჯები “ბარსელონას” წინააღმდეგ ამ სეზონში უკვე არაერთხელ შეცდნენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და “ბარსელონამ” პოტენციურად უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დაკარგა.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • M10 S9 D11
    schedule 31 იან 2024, 15:38
    #9

    მერე გამოდიან და ნეგრეირა ნეგრეირაო ყვირიან

  • Barca1980
    schedule 30 იან 2024, 23:00
    #8

    rivaldo80, მარტო ეგ არა , მაგის საპირისპიროდ რეალს რამდენი ქულით მეტი აქვს , ვიდრე უნდა ჰქონოდა , ეგეც დაუმატე . რას ვიზავთ , მიჩვეულები ვართ რომ ესპანეთსის ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებული , ყველა სტრუქტურა ჩვენი წინააღმდეგია , ამიტომ როგორც ადრე ათმაგად დიდი მოტივაციით უნდა ვითამაშოდ .

  • nika 54
    schedule 30 იან 2024, 21:19
    #7

    აბა რეალთან ყოფილიყო ეგ მომენტი, ვნახავდით რამდენად მიზერული კონტაქტი იქნებოდა.

  • rivaldo80
    schedule 30 იან 2024, 17:12
    #6

    რასამბობ აქაურ პროფესორებს რომ კითხო გვეჩვენება 😂😂😂 მინიმუმ 9 წულა ისე აგვართვეს როგორც არაფერი ახლა დაითვალეთ რამდენი ქულა იქნებოდა სხვაობა

  • ზურაბ
    schedule 30 იან 2024, 16:26
    #5

    მოკლედ თამაში ისე უნდა მიგვყავდეს რომ მსაჯების შეცდომების იმედზე არ უნდა ვიყოთ.. ყოვეთვის ჩვენს საწინააღდეგოდ მოქმედებდნენ თუნდაც რაიკაარდის დროს და გვარდიოლას დროს მაგრამ იმდენად კარგი გუნდი გვყავდა და ისეთი ანგარიშები მიგვყავდა რომ მაგათი შეცდომებით არ ვზარალდებოდით და მეორე დღეს აღარავის ახსოვდა

  • Rick Sanchez
    schedule 30 იან 2024, 16:03
    #4

    უბრალოდ მომენტის დასრულებას ცდილობს? ყველა შემტევი მაგას არ ცდილობს საჯარიმოში? რა უაზრო გაპრავებაა

  • La Pulga10
    schedule 30 იან 2024, 15:31
    #3

    ციტატა: Don_Andresito
    ეგეთი მიზერული მოხვდეს ორივე მსაჯის ცოლ შვილს


    🤣🤣🤣🤣🤣🤣

  • Don_Andresito
    schedule 30 იან 2024, 15:04
    #2

    ეგეთი მიზერული მოხვდეს ორივე მსაჯის ცოლ შვილს

  • C.PC5
    schedule 30 იან 2024, 14:37
    #1

    ანუ? ეგ წინადადება კიარ ამართლებს პირიქით ამტყუვნებს მაგ პიტალო მსაჯს, მომენტის დასრულება და ბურთზე თამაში რო უნდოდა და არ დააცადა რაიოს მცველმა მაგიტოა პენალტი, სანამ ბურთს შეეხებოდა ამოცცხო ძმამ წიხლი და თვითონ სულ არ ფიქრობდა იმ ბურთზე smiley