ჩავი ერნანდესმა “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
კმაყოფილები ვართ, რადგან კარგად ვითამაშეთ. “ოსასუნა” რთულად გასამკლავებელი მეტოქეა და ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა.
პედრი, იამალი და ფელიში სათადარიგოთა სკამიდან ძალიან კარგად შემოვიდნენ.
გულწრფელი რომ ვიყო, მეგონა, რომ ლევანდოვსკის გოლის ეპიზოდში კრისტენსენი დაჯარიმდა, მაგრამ გამეორებაზე ვნახე, რომ მას თამაშის წესი არ დაურღვევია.
ვიმედოვნებ, ფინალში კარგად ვითამაშებთ. “რეალ მადრიდთან” გასულ სეზონში ჩატარებული მატჩი, ალბათ, ჩემი მოსვლის შემდეგ საუკეთესო იყო. წელს ისინი უკეთეს ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენ კვლავ მოტივირებულები ვართ.
იამალი ბურთთან ერთად პრაქტიკულად ყველაფერს კარგად აკეთებს. ის ბურთებს არ კარგავს, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ცუდი ისაა, რომ ლამინი მხოლოდ 16 წლისაა, რაც ფიზიკურ ორთაბრძოლებში თავს იჩენს, მაგრამ ის ძალიან ნიჭიერია.
პედრი მზადაა, რომ ფინალში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს.
“რეალ მადრიდთან” ოთხი ნახევარმცველით თამაში? არაფერს გამოვრიცხავ. ფინალისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით.
ჩემთვის სერჟი რობერტო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ფინალშიც ასე იქნება.




ჩემთვის სერჟი რობერტო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ფინალშიც ასე იქნება.
ამ ბოლო დროს გამოჩნდა, რომ რობერტო მესის,ბუსკეტსის, ჩავის თუ ინიესტას ჩრდილში არ ჩანდა მაგრამ ხო თამაშობდა, ხო აძლევდნენ დროს. და აი ესლა გამოჩნდა რა გუნდიც გვყავს როცა რობერტოს თამაში ჩანს, ეგ კი არა გუშინ ჰალაზე ერთმა დაწერა, როცა მარსელოს სტუმრობაზე იყო სტატია: "მე ამისთვის დღესაც ვერ მიპატიებია, რო რობერტო არ აცელა-ო". ალბათ მიხვდით რომელ თამაშზეც იყო ლაპარაკი.
სულ მესმის გამონათქვამები -კარგად ვითამაშეთ, უკეთესები ვიყავით და ა.შ… ხალხო საქმე იმაშია, რომ ამ ჩვენმა ბარსამ სამწუხაროდ დაგვავიწყა რას ნიშნავს კარგი თამაში…. რითი იყო კარგი თამაში? ანუ მუდმივ ცუდ თამაშზე ცოტა უკეთესი? ორი გოლი გავიტანეთ და არ გაუშვით? კი ბატონო, გეთანხმებით… მაგრამ მე თუ მკითხავთ ორი საშუალი კლასის გუნდის თითქმის თანაბარი მატჩი იყო…. თუ ასევე “კარგად” ვითამაშებთ ფინალში, რეალი დაგვღეჭავს და გადაგვყლაპავს…. კარში დარტყმა არ იცის არც ერთმა მოთამაშემ… ტორესი, ლევანდოვსკი და ფელიქსი კიდევ მაზავენ ყველაფერს, რაც წარმოუდგენელია რომ გაიმაზოს… არ გაუშვით? გადავრჩით ბატონო და იმიტომ არ გაუშვით.. ოსასუნასაც ჰყავს თავისი გამმაზველები… ფინალის მოგება და რეალის განადგურება? მინდა კი არა ადგილს ვერ ვპოულობ ოცნებისაგან, მაგრამ, ყველამ ვნახეთ მატჩი ატლეტიკოსთან, სხვა მატჩები რომ არ გავიხსენოთ. რეალი თამაშობს 90+ წუთი და სულ მგლებივით არიან დაგეშილები, ბარსა კიდევ რამდენ წუთს თამაშობს “კარგად”? ჩავი სულ მაგას იძახის ლა ლიგის კლასიკოში 60 წუთი კარგად ვითამაშეთო… კი ბატონო მასე იყო, მაგრამ რეალმა 90 წუთი ითამაშა კარგად და მოგვიგო… მოკლედ, თუ ჩავიმ რადიკალურად არ შეცვალა ტაქტიკა და მიდგომა, თუ გუნდი მთლიანად არ გაცოფდა და თუ აგრესია არ გამოხატა შეტევებში, თუ ჩვენმა პატივცემულმა ფორვარდებმა არ იკმარეს 7 მეტრიანი კარები და ბურთი არ შეაგდეს, არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია. რეალი ძალიან ძლიერია, მაგრამ მისი დამარცხება შეიძლება… თავდადება და გააზრებული ქმედებაა საჭირო…. აბა ვნახოთ თუ გააჩნია ჩავის და დღევანდელ ბარსას ამის ტ…ი….
=============================================
ოსასუნასთან ისე ითამაშეს, როგორც წესით მაღალი დონის გუნდებთან უნდა თამაშობდეს ბარსა. ნორმალურზე ცოტა უკეთესი მატჩი იყო.
შარშანდელი ოსასუნა რომ ყოფილიყო მაგრად გაგვიჭირდებოდა ამ თამათ ის დავინახეთ რომ კოპას 1/4 ფინალში გავალათ სხვა მეტი არაფერი ბევრი შეცდომა იყო აი ძაან ბევრი
ფრენკი კიდე საოცრებაა
არ უფრენიათ, მაგრამ კარგად ითამაშეს. რეალთან გამოჩნდება რეალური დონე. თუ მოვიგეთ მაგარი იქნება
ეგრე რა! ხო შეგძლებიათ ოსასუნას დონის გუნდებთან ორ ბურთიანი სხვაობით მოგება