workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიტორ როკე – უახლესი ბრაზილიელი შემტევი ბარსელონაში

ვიტორ როკე – უახლესი ბრაზილიელი შემტევი ბარსელონაში

ვიტორ როკე “ლას პალმასთან” მატჩის განაცხადშია. ბრაზილიელ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ მას ჯერ კიდევ განვითარება მართებს. ბევრს სჯერა, რომ როკე კლუბის ისტორიაში თავის სახელს დატოვებს… თუ ასე მოხდება, ეს “ბარსელონასთვის” ახალი არ იქნება, რადგან კატალონიურ გრანდს წარსულში უამრავი გამორჩეული ბრაზილიელი შემტევი ჰყოლია.

ვიტორს გუნდში ერთი თანამემამულე – რაფინია ბელოლი დახვდა, რომელიც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში მეორე სეზონს ატარებს.

ახლა კი გავიხსენოთ ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც “ბარსაში” თამაშობდნენ.

ექვსი შთამაგონებელი ბრაზილიელი

ბარსელონაში ჩასვლიდან მალევე როკემ ნეიმარი, რომარიო, რონალდო ნაზარიო და რონალდინიო თავის კუმირებად დაასახელა. ვიტორს მეტი დრო რომ ჰქონოდა, რივალდოსა და ევარისტოსაც აუცილებლად იტყოდა.

ევარისტომ სადებიუტო მატჩშივე გაიტანა, რონალდომ დუბლი შეასრულა, რომარიომ კი – ჰეთ-თრიქი! რონალდინიომ და ნეიმარმა მეტოქის კარის ბადე მეორე მატჩში შეარხიეს. რივალდომ ეს უფრო გვიან მოახერხა, მაგრამ მხოლოდ 3 შეხვედრა დასჭირდა.

ველით ვიტორის დებიუტს…

ყველაზე ახალგაზრდა გამტანი

ჩამოთვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა გამტანი რონალდოა – “ელ ფენომენომ” სუპერ თასზე “ატლეტიკოს” 19 წლის ასაკში გაუტანა. ვიტორ როკეს 1 წელზე მეტი აქვს, რომ ეს შედეგი გააუმჯობესოს და “ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი გამტანი გახდეს.

პირდაპირ ბრაზილიიდან

ამ მხრივ, როკეს ნეიმართან საერთო აქვს. ეს უკანასკნელი “ბარსელონაში” პირდაპირ ბრაზილიიდან, 21 წლის ასაკში გადმოვიდა. ჟუნიორმა 2013-2017 წლებში “ბარსაში” 12 ტიტული მოიგო – როკე იმდენად ახალგაზრდაა, ამ შედეგის გაუმჯობესება ნამდვილად შეუძლია.

კიდევ ერთი ბრაზილიელი, რომელიც “ბარსელონაში” ევროპული გამოცდილების გარეშე გადმოვიდა, ევარისტო იყო. მან ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 1957 წელს, 24 წლის ასაკში მოირგო და 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. მანამდე ევარისტო მშობლიურ “მადურეირასა” და “ფლამენგოში” თამაშობდა. ამჟამად ის 90 წლისაა.

რონალდო და რომარიო: სწრაფი გავლენა

როკესთვის რთული იქნება, გუნდზე უმალვე ისეთივე გავლენა მოახდინოს, როგორც რონალდომ “ბარსაში” პირველ და უკანასკნელ სეზონში (1996/97). იმ სეზონში ნაზარიომ 49 მატჩში 47 გოლი გაიტანა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

რონალდოს მსგავსად, “ბარსელონაში” რომარიოს მოღვაწეობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. ნამდვილად უცნაურია, რომ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დასამახსოვრებელმა ფეხბურთელმა გუნდში მხოლოდ 2 სეზონი გაატარა.

რივალდო – გოლების მანქანა

1990-იანი წლები “კამპ ნოუზე” კიდევ ერთი დიდებული ბრაზილიელის გადმოსვლით დასრულდა. რივალდო “ბარსელონამ” 1997 წელს გაიფორმა, რათა რონალდო შეეცვალა. მან “ბარსაში” 235 მატჩი ჩაატარა და, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრფორვარდი არ იყო, 130 გოლი გაიტანა – რივალდო კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის, სამუელ ეტო’ოსთან ერთად, მე-6 ადგილს იკავებს.

დაუვიწყარი რონალდინიო

ბევრი დაადასტურებს, რომ უდიდესი ბრაზილიელი, ვისაც “ბარსელონაში” უთამაშია, რონალდინიოა. როცა გაუჩო “ბარსაში” გადმოვიდა, გუნდს ცუდი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ როცა რონალდინიო წავიდა, “ბარსელონას” მსოფლიოს ისტორიაში უკვე ერთ-ერთ უდიდესი გუნდის სახელი ჰქონდა. მისი მაგიური სათამაშო სტილი კლუბს ტრანსფორმაციაში დაეხმარა და ოქროს ხანა დაუდგა – “ბლაუგრანამ” როგორც საშინაო, ისევე საერთაშორისო ასპარეზზე იმაზე მეტი ტიტული მოიგო, ვიდრე ოდესმე. 2003-დან 2008 წლამდე რონალდინიოს ღიმილი და გასაოცარი ტექნიკა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რატომაც “ბარსამ” მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქომაგი შეიძინა.

ამ მემკვიდრეობის ფონზე, ვიტორ როკეს დიდი შრომა მოუწევს, რომ ხსენებული ლეგენდების გვერდით დადგეს, მაგრამ ამან “ტიგრინიო” წნეხის ქვეშ არ უნდა მოაქციოს და, პირიქით, ეს ყველაფერი ინსპირაციის წყაროდ უნდა აქციოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • me da barca
    schedule 05 იან 2024, 00:46
    #11

    იდიოტ ნეიმარს ქონდა კარგი შანსი ბარსას ისტორიაში ბევრად უკეთესი სახელი დაეტოვებინა, მაგრამ ყველაფერი ფულზე გაცვალა.

  • Rick Sanchez
    schedule 04 იან 2024, 23:41
    #10

    ისე ბარსელონაში ნეიმარს უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა, ვიდრე რონალდინიოს.

  • vitorborbafereira
    schedule 04 იან 2024, 19:44
    #9

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: vitorborbafereira
    აქ ბევრმა არ იცის რა ბარსელონაში უწევდა თამაში რივალდოს

    კატასტროფა, მსგავსი ცუდი გუნდი ისტორიას არ ახსოვს, ოთხეული მუდამ სანატრელი ჰქონდათ

    კრისტანვალი, რაიციგერი, ზენდენი, კოკო, კოკუ, დუტრუელი, გაბრი, სერგი, აბელარდო, ორეუ, ჰესპი სრული კოშმარი

    მაგრამ მარტო იგებდა თამაშებს სულ
    მარტო, უდიდესი გავლენა ჰქონდა თამაშზე ხანდახან მესიზე დიდიც,

    რონალდინიო მიყვარს მაგრამ რივალდოს დონის როლი არ ჰქონია, კაი გუბდი ყავდა რონალდინიოს

    ჯერ ერთი კოკუს რას ერჩი?!)))ლეგენდარული ნახევარმცველი იყო,,ან სერგის?))მაგ გუნდში ფიგუ გვარდიოლა და კლუივერტიც იყვნენ და დებურები კიდე)))მაგრამ როგორც ლიდერი რივალდო ერთადერთი იყო კი ბატონო და უდიდესიცაა ნამდვილი გენიოსი,,ზიდანზე დიდიც კი რომელიც საკმაოდ არაა დაფასებული!!თან გუნდი ორჯერ გახდა მაგ დროს ესპანეთის ჩემპიონი)))მაგრამ რონალდიონიომ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო,ის იყო არნახული რომელიც იხილა სამყარომ და არც მანამდე არც მის მერე აღარ გვინახავს

    კოკუ, გვარდიოლაც და დებურების დროც უკვე წასული იყო, კარიერას ასრულებდნენ, კლუივერტს ჰქონდა გამონათებები და ფიგუ სად გაიქცა ეგ ყველამ ვიცით ( ზუსტად მაგ გუნდის გამო)

    ფიგუს გარეშე რომ დარჩა და მაინც ათრევდა ეგ არის მთელი ამბავი…

    რონალდინიოს დროს რა ტრანსფერიც გაკეთდა ყველამ
    100% გაამართლა, თან პერიოდი იყო ისეთი დიდი გვალვის შემდეგ წვიმა რომ მოვა,

    ჩავარდნის ციკლი დასრულდა და აღმასვლა დაიწყო ( ყველა
    კლუბს აქვს ეგეთი ციკლი) რონალდინიო თავისი
    ღიმილით მოუხდა მაგ ყველაფერს

    რივალდოს დროინდელ ბარსას კი რომ უყურებდი შეგრძნება იყო კიკესეტიენის ბარსასი, პასს ვერ აკეთებდნენ ცენტრიდან მაკრატელებს უტანდნენ და ამ დროს გამოვარდებოდა რივალდ და მარტო უგებდა თამაშებს

    სხვათაშორის ერთერთი ყველაზე ფაუფასებელია მსოფლიოშიც და ბრაზილიაშიც არ უყვარდათ (არ ვიცი რატო მოხდა ასე) უდიდესი იყო 98 – 2002 მსოფლიოს ფინალებში რივალდოს გარეშე ვერ გავიდოდნენ, 2002 ში 5 პასი და 5 გოლი გაიტანა

    რონალდინიო როგორ არ მიყვარს ან როგორ შეიძლება ვინმეს
    არ უყვარდეს, მაგრამ სუფთა საფეხბურთო კუთხით რივალდო მომაკვდინებელი იყო ყველა ასპექტში

    ყველაფერს იტანდა და ყველა დისტანციიდან

  • ggiiorgi
    schedule 04 იან 2024, 18:19
    #8

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: vitorborbafereira
    აქ ბევრმა არ იცის რა ბარსელონაში უწევდა თამაში რივალდოს

    კატასტროფა, მსგავსი ცუდი გუნდი ისტორიას არ ახსოვს, ოთხეული მუდამ სანატრელი ჰქონდათ

    კრისტანვალი, რაიციგერი, ზენდენი, კოკო, კოკუ, დუტრუელი, გაბრი, სერგი, აბელარდო, ორეუ, ჰესპი სრული კოშმარი

    მაგრამ მარტო იგებდა თამაშებს სულ
    მარტო, უდიდესი გავლენა ჰქონდა თამაშზე ხანდახან მესიზე დიდიც,

    რონალდინიო მიყვარს მაგრამ რივალდოს დონის როლი არ ჰქონია, კაი გუბდი ყავდა რონალდინიოს

    მე ვიცი ძმა რივალდოს ბარსადან ვბალეშიკობ ამ კლუბს არადა მასე უკეთესები იმდენი იყო მილანი ლივერი მანჩესტერი იგივე რეალი მაგ წლებში ლიგებს რომ იგებდა ბარსა კიდე ყოველ წელს ტრენერებს იცვლიდა და 0 ტიტულით ასრულებდა სეზონებს.. მაგრამ მისი სტილიდამ გამომდინარე რაღაც პონტში შემიყვარდა ან რივალდომ იქონია გავლენა თამაშებზე და ამიტომ უფრო

    მეც ვიცი ძმებო, მეც რივალდომ შემაყვარა ბარსა. და იმაშიც გეთანხმებით ყველაზე ცუდი ბარსა იყო ნებისმიერ რგოლში. და ყველას პატივისცემის მიუხედავად ბარსელონას ყველა დროის ყველაზე საუკეთესო შემტევი რივალდოა

  • nika 54
    schedule 04 იან 2024, 15:38
    #7

    რონალდომ "ბარსაში" პირველ და უკანასკნელ სეზონში (1996/97). იმ სეზონში ნაზარიომ 49 მატჩში 47 გოლი გაიტანა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.
    ამასაც პერესი შეუჩნდა სანამ არ წაიყვანა, არ მოისვენა. ეგ კი არა ერთ მიღებაზე ამ ფიგუს და ნეიმარის მემკვიდრემ ისიც კი იკიდრა, რო პერესს უთხრა: ჩემი საუკეთესო გოლი ბარსელონაში საწყენია რო რეალს გავუტანეო.

  • Zura Gviniashvili
    schedule 04 იან 2024, 13:33
    #6

    ბარსელონასთვის რივალდო და შემდეგ რონალდინიო.

  • cruyff9
    schedule 04 იან 2024, 13:21
    #5

    ციტატა: vitorborbafereira
    აქ ბევრმა არ იცის რა ბარსელონაში უწევდა თამაში რივალდოს

    კატასტროფა, მსგავსი ცუდი გუნდი ისტორიას არ ახსოვს, ოთხეული მუდამ სანატრელი ჰქონდათ

    კრისტანვალი, რაიციგერი, ზენდენი, კოკო, კოკუ, დუტრუელი, გაბრი, სერგი, აბელარდო, ორეუ, ჰესპი სრული კოშმარი

    მაგრამ მარტო იგებდა თამაშებს სულ
    მარტო, უდიდესი გავლენა ჰქონდა თამაშზე ხანდახან მესიზე დიდიც,

    რონალდინიო მიყვარს მაგრამ რივალდოს დონის როლი არ ჰქონია, კაი გუბდი ყავდა რონალდინიოს

    ჯერ ერთი კოკუს რას ერჩი?!)))ლეგენდარული ნახევარმცველი იყო,,ან სერგის?))მაგ გუნდში ფიგუ გვარდიოლა და კლუივერტიც იყვნენ და დებურები კიდე)))მაგრამ როგორც ლიდერი რივალდო ერთადერთი იყო კი ბატონო და უდიდესიცაა ნამდვილი გენიოსი,,ზიდანზე დიდიც კი რომელიც საკმაოდ არაა დაფასებული!!თან გუნდი ორჯერ გახდა მაგ დროს ესპანეთის ჩემპიონი)))მაგრამ რონალდიონიომ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო,ის იყო არნახული რომელიც იხილა სამყარომ და არც მანამდე არც მის მერე აღარ გვინახავს

  • CHEPE
    schedule 04 იან 2024, 13:10
    #4

    ციტატა: vitorborbafereira
    აქ ბევრმა არ იცის რა ბარსელონაში უწევდა თამაში რივალდოს

    კატასტროფა, მსგავსი ცუდი გუნდი ისტორიას არ ახსოვს, ოთხეული მუდამ სანატრელი ჰქონდათ

    კრისტანვალი, რაიციგერი, ზენდენი, კოკო, კოკუ, დუტრუელი, გაბრი, სერგი, აბელარდო, ორეუ, ჰესპი სრული კოშმარი

    მაგრამ მარტო იგებდა თამაშებს სულ
    მარტო, უდიდესი გავლენა ჰქონდა თამაშზე ხანდახან მესიზე დიდიც,

    რონალდინიო მიყვარს მაგრამ რივალდოს დონის როლი არ ჰქონია, კაი გუბდი ყავდა რონალდინიოს

    მე ვიცი ძმა რივალდოს ბარსადან ვბალეშიკობ ამ კლუბს არადა მასე უკეთესები იმდენი იყო მილანი ლივერი მანჩესტერი იგივე რეალი მაგ წლებში ლიგებს რომ იგებდა ბარსა კიდე ყოველ წელს ტრენერებს იცვლიდა და 0 ტიტულით ასრულებდა სეზონებს.. მაგრამ მისი სტილიდამ გამომდინარე რაღაც პონტში შემიყვარდა ან რივალდომ იქონია გავლენა თამაშებზე და ამიტომ უფრო

  • vitorborbafereira
    schedule 04 იან 2024, 11:50
    #3

    აქ ბევრმა არ იცის რა ბარსელონაში უწევდა თამაში რივალდოს

    კატასტროფა, მსგავსი ცუდი გუნდი ისტორიას არ ახსოვს, ოთხეული მუდამ სანატრელი ჰქონდათ

    კრისტანვალი, რაიციგერი, ზენდენი, კოკო, კოკუ, დუტრუელი, გაბრი, სერგი, აბელარდო, ორეუ, ჰესპი სრული კოშმარი

    მაგრამ მარტო იგებდა თამაშებს სულ
    მარტო, უდიდესი გავლენა ჰქონდა თამაშზე ხანდახან მესიზე დიდიც,

    რონალდინიო მიყვარს მაგრამ რივალდოს დონის როლი არ ჰქონია, კაი გუბდი ყავდა რონალდინიოს

  • MESSI 2017
    schedule 04 იან 2024, 11:10
    #2

    ციტატა: PUIOL5
    გუდინ ვინც უყურეთ ჟირონა ატლეს თამაშს წარმოიდგინეთ ატლეტიკოს კარში რომ შტეგენი ყოფილიყო ალბათ 10 გოლი გავიდოდა, ჟირონას ყოჩაღ, ეგ გუნდი იმსახურებს ჩემპიონობაა და იმედი მაქვს რეალს ბოლომდე დაუდგება, ბარსელონას სამწუხაროდ მოუწევს ბრძოლა მეოთხე ადგილისთვის

    😀 ააა ანუ ისევ შტეგენს შედექით?😀

  • PUIOL5
    schedule 04 იან 2024, 08:50
    #1