კატალონიის “ბარსელონა”-დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. იქ მრავალი ბრწყინვალე ფეხბურთელი მოღვაწეობს და ყველა მათგანი რაღაცით იქცევს ხალხის ყურადღებას. ეს რაღაც კი-კარგი თამაშია. თუმცა ამის გარდა კიდევ არსებობს ფაქტი, რომელიც არავის გამოპარვია. ამ ბოლო ხანებში ბევრმა “ლურჯ-ბროწეულისფერმა” შეიცვალა ვარცხნილობა. დღეს თქვენი ყურადღების გამახვილება სწორედ ამაზე მსურს. გთავაზობთ “ბარსას” პირველი გუნდის წევრების “თმას” ადრეული კარიერიდან დღემდე, საიდანაც გავიგებთ, თუ რა გამოიწვია თმის გაზრდამ ან შეჭრამ: პროგრესი თუ რეგრესი. გთავაზობთ სტატიის მეოთხე, ბოლო ნაწილს (პირველი ნაწილის სანახავად დააჭირეთ აქ); (მეორე ნაწილის სანახავად დააჭირეთ აქ); (მესამე ნაწილის სანახავად დააჭირეთ აქ).

ხავიერ მაშერანოს ძალიან უყვარს მოკლე თმა. პრაქტიკულად მთელი განვლილი კარიერის მანძილზე, მისი ვარცხნილობა დიდად არ შეცვლილა, სულ მოკლედ იყო შეჭრილი. არგენტინელს ძალიან გაუძნელდა “ბარსელონაში” გადმოსვლა იმ მხრივ, რომ უკვე ხუჭუჭები ჰქონდა თავზე. მაგრამ ამ ხუჭუჭებმა დიდხანს არ გასტანა. სულ მალე ნახევარმცველმა კლვავ ძველ სტილში დაიყენა თმა: მოკლედ და ლამაზად. ამან ძალიან გაამართლა. ახლა მაშერანო ბევრად უკეთესად და თავდაჯერებულად თამაშობს. ასევე იგი კარგად შეეწყო ცენტრალური მცველის პოზიციასაც.

ადრიანო კორეია მეორეა დანიელ ალვესის შემდეგ, ვინც ტიტულის მოპოვებისას, ზეიმზე ნაირ-ნაირი პარიკებით და ქუდებით გამოდის. მან ადრეულ ასაკში ეგრედ წოდებული “მამლის ვარცხნილობა დაიყენა”, თუმცა მაინც და მაინც არ მოეწონა და მალევე შეიჭრა მოკლედ. “ბარსაში” გადმოსვლის შემდეგ, ბრაზილიელი ძალიან შეეჩვია გელებს და ჟელეებს. გვარდიოლამ იმდენი ქნა, რომ იგი გადააჩვია ამ თმის დასაყენებელ საშუალებებს და კვლავ მოკლედ შეაჭრევინა. ახლა ადრიანომ აშკარად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი და როდესაც ძირითად შემადგენლობაშია, კარგად ეხმარება თავის გუნდს.

იბრაჰიმ აფელაიმ, ადრიანოს მსგავსად ბევრი ვარცხნილობა გამოიცვალა, თუმცა ვერცერთი ვერ მოირგო. იგი ადრეული ასაკიდანვე იყო ჟელეს მოყვარული და თმას სულ ამის დახმარებით იყენებდა ისე, როგორც სურდა. რომ წამოიზარდა “მამლის ვარცხნილობაზე” გადავიდა. ჰოლანდიელი ამასაც ვერ შეეგუა და გადაწყვიტა საერთოდ გადაეხოტრა თავი. როდესაც თმა გაიზარდა, ახალგაზრდა ტალანტი ამ დროს “ბარსელონაში” გადადიოდა. მან კვლავ გელის დახმარებით, “მამლის ვარცხნილობა” გაიკეთა. ამან მაინც და მაინც არ გაამართლა, რადგან რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, იბიმ ტრავმა მიიღო და 6 თვე გამოეთიშა ფეხბურთს. ამიტომ, როცა იგი დაბრუნდება, აუცილებლად უნდა შეცვალოს რაღაც, მის თავთან დაკავშირებით.

ტიტო ვილანოვას პრაქტიკულად საერთოდ არ შეუცვლია ვარცხნილობა. უბრალოდ ერთი კი აშკარაა: იგი “ბარსელონას” მთავარი მწრვთნელის დამხმარეა და უკვე თმა გვერდებზე ნელ-ნელა უმცირდება და პირველი პირი რომ იყოს საერთოდ რა იქნებოდა? ნამდვილად არ გვსურს ტიტოს ხილვა მელოტის სახით, თუმცა იყო ჩემპიონების მეორე დამრიგებელი, ადვილი საქმე არ არის.

ხოსეპ გვარდიოლაზე ძალიან ვნერვიულობთ. ფაქტი სახეზეა; უბრალოდ შეხედეთ ამ სურათების მიმდევრობას. პატარაობიდან მოყოლებული, პეპს ჯანმრთელი და გრძელი თმა ჰქონდა, ახლა კი პრაქტიკულად მელოტია. იგი ხომ მხოლოდ 40 წლისაა! აშკარაა, რომ თმის ცვენა მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი მწვრთნელი გახდა და მიიღო “მისტერის” წოდება. ყველა დამრიგებელი ასეთ დღეში როდია (მაგალითად სერ ალექს ფერგიუსონი. ბევრმა ფეხბურთელმაც კი უნდა იოცნებოს მის თმაზე). ამის მიუხედავად ვფიქრობ, ეს ყველაფერი თავისი საქმის კარგად ცოდნის გამო ხდება. იგი ზედმეტად ნერვიულობს ყველაფერზე: თამაშებზე, ტრავმებზე, ფეხბურთელებზე, ტრავმებზე, ტექნიკაზე, ტრავმებზე და ა.შ. ტრავმები ხომ არ გამომრჩა? თუმცა ეს ერთგვარი მოგების მეთოდია. მისი მელოტი თავი სავსეა პროფესიონალიზმით და სიყვარულით საქმის მიმართ, რასაც ის აკეთებს.

ეს კი ისე, სახალისო სურათი სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ კრეჭს თმას ტიაგო ალკანტარა თავის საუკეთესო მეგობარს, ჯონათან დოს სანტოსს.
დასასრული.