workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტასა და დეკუს რაიოსთან დაყენებული შემადგენლობა არ მოეწონათ

ლაპორტასა და დეკუს რაიოსთან დაყენებული შემადგენლობა არ მოეწონათ

“ბარსელონას” ხელმძღვანელობას “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩში (1-1) ჩავი ერნანდესის მიღებული გადაწყვეტილება არ მოეწონა.

როგორც Forbes, CCMA-ზე დაყრდნობით იტყობინება, პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და სპორტული დირექტორი დეკუ აღნიშნულ მატჩში დაყენებული ძირითადი შემადგენლობით უკმაყოფილოები დარჩნენ. წყარო დასძენს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა.

დეკუ მოელოდა, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან რონალდ არაუხო, ილქაი გიუნდოგანი და ჟოაუ ფელიში ითამაშებდნენ, რომლებიც სასტარტო თერთმეტეულის წევრებად მოიაზრებიან.

AS-ის ცნობით კი ეს ხელმძღვანელობის მხრიდან მწვრთნელისა და მისი შტაბის მიმართ გარკვეული უნდობლობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 29 ნოე 2023, 22:21
    #6

    აბა ისეთი შერწყმული და მეგობრული გუნდი ვართო იძახდით ლევანდოვსკიმ რო საწყალი ბავშვი იამალი დააჩმორა.

  • ChuxrELia
    schedule 29 ნოე 2023, 10:16
    #5

    რავი, მგონი იმიტომ ქვია ერთს პრეზიდენტი და მეორეს სპორტული დირექტორი და არა მწვრთნელი. ჩავი რა შემადგენლობას დააყენებს, არავის არ ეკითხება ჩავის გარდა. ზოგადად ეგრეა, ან გყავს კარგი მწვრთნელი და არ ერევი მის საქმეებში საერთოდ, ან კიდე თუ ერევი და აფიქსირებ ხმამაღლა, მაშინ პრეზიდენტიც სუსტი ხარ და მწვრნელიც პროსტა გიზის, სილამაზისთვის. შეიხ მანსურმა სულ რომ დედამისი ამოატრიალოს, პეპი რასაც გადაწყვეტს, ისე იქნება, დაჟე კაი პრეზიდენტი არც კი იკადრებს რომ მსგავსი ინფორმაციები გადიოდეს კლუბიდან. ეს ვითომ ეხლა ჩავის რო აეწვას და მოიხოდოს მაგისთვის ქნეს, თორე ეჭვი მეპარება კონკრეტულად უკეთ იცოდნენ ლაპომ და დეკუმ, ვინ ფეხბურთელი როგორ კონდიციაში იყო თამაშამდე

  • Rick Sanchez
    schedule 29 ნოე 2023, 08:41
    #4

    დეკუს რაფინიას გარდა სხვა ფეხბურთელებზე რატომ აქვს პრეტენზიები?

  • nikusha
    schedule 29 ნოე 2023, 00:10
    #3

    კიდეკაი აქ ესპერემინტებს არ მიმართა

  • PavleG
    schedule 29 ნოე 2023, 00:00
    #2

    ციტატა: Gaucho24
    დეკუ არ უნდა იყოს სპორტული დირექტორი არ შეიძლება ჩემი აზრით , ალემანი არ უნდა გაეშვათ..

    გეთანხმები, რაფინიას აგენტი რო გვიზის სპორტულ დირექტორად რაღაც ვერაა რიგზე :დდ

  • Gaucho24
    schedule 28 ნოე 2023, 23:54
    #1

    დეკუ არ უნდა იყოს სპორტული დირექტორი არ შეიძლება ჩემი აზრით , ალემანი არ უნდა გაეშვათ..