საქართველოს ნაკრებთან მატჩში “ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა, გავიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და წინასწარი ცნობებით 7-დან 9 თვემდე გაუცდება.
კატალონიური კლუბი მის შემცვლელს უკვე ეძებს და Sport-ის ჟურნალისტის, ჟორდი ხილის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” “ლივერპულის” ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას კანდიდატურას განიხილავენ, რომელსაც “სქაუზერებთან” კონტრაქტი შემდეგ ზაფხულში ეწურება. კლუბს სჯერა, რომ მას “ბარსას” დნმ აქვს. მოგეხსენებათ, ის “ბლაუგრანას” აკადემიის აღზრდილია და მშობლიური კლუბი 2013 წელს დატოვა, როდესაც მიუნხენის “ბაიერნს” შეუერთდა.
ხერარდ რომეროს ინფორმაციით კი ტიაგოს გარდა დანი პარეხოსა (“ვილიარეალი”) და გვიდო როდრიგესის (“ბეტისი”) შესაძლო ტრანსფერები განიხილება, რომლებიც ჩავის ფავორიტი ვარიანტებია.
Chico, ლივერპულში იმიტომ ვერ თამაშობს რომ კლოპს ჯანიანი , ასე ვთქვათ, box to box ნახ. მცველები სჭირდება და ტიაგო ეგეთი ნამდვილად არ არის. ფლიკის ბაიერნში წამყვანი ფიგურა იყო ტრებლი რომ მოიგეს იმ წელს. ბარსას აღზრდილია და ვფიქრობ გუნდს მაგრად გაააძლიერებს.
სტატიის ბოლოს ისეთი სახელები წავიკითხე ტიაგო ინიესტაა მაგათთან შედარებით.
ხალხო განაგებინეთ ერთი, საერთოდ რატომ განიხილება მისი დამატება? ერთხელ გაუშვეს ბარსადან, როცა კლუბი პიკზე იყო, ბაიერნში ძირითად შეცვლაზე თამაშობდა, ლივერპულიც აღფრთოვანებული არ არის და რაც მთავარია ტრამვების რეციდივი აქვს. ბოლოს მოედანზე ამა წლის აპრილში გამოვიდა, იმის მერე ჰოსპიტსლშია, კაცს 8 თვე ფეხბურთი არ უთამაშია……. რათ უნდათ ეს კაცი? რის დნმ -ზეა ლაპარაკი? ვის მოსდის თავში ასეთი აზრები? გასაგებია, რომ ფული არა აქვთ და ძლიერს ვერ დაიმატებენ, მაგრამ რათ უნდათ კიდევ ერთი ბალასტი კისერზე? რა ვქნა, არ მესმის ეს სტრატეგია….
ტიაგოს ვინმემ გვერდით, რომ ჩაურბინოს ტრავმა გარანტირებული აქვს.
ჩავი გენაცვალე გემოვნებაში.
აუ სად გაახსენდათ, მოარული ტრავმა, ბოლო 2 სეზონში ერთად 5 იგრას ვერ მოუყარა თავი, ლივერპული ლანგრით მოგვართმევს მარა გავის თემამ როკეც მაგრა დააზარალა, ახლა ნახევარმცველი გახდა პრიორიტეტი იანვარშივე, 2 კაცს კიდე ვერ დაარეგისტრირებენ. ერთიც თუ მოიყვანეს ეგეც საკითხავია. არადა გვჭირდება როკე ზამთარშივე
კი ლო სელსოს საკლუბო კარიერა ვერ წავიდა კარგად მაგრამ ზოგადად უფრო ნიჭიერი ფეხბურთელიცაა ზელინსკიზე და არგენტინის ნაკრებში მსოფლიომდე სანამ დაიმტვრეოდა ძირითადის კაცი იყო და მაგრადაც თამაშობდა, არც ლო სელსოზე ვამბობ რო უეჭველი გაამარტლებს, უბრალიდ ზელინსკის მირჩევნია
ამის ერთი ვარჯიშის მერე დაიდება სტატია: ბარსელონა გავის შემცვლელის – ტიაგო ალკანტარას შემცვლელს ეძებს 😀
ნაპოლიშიც ვერაფერს შვება ეგ, ლო სელსო მირჩევნია მაგას
რით ან საიდან გირჩევნია შეიძლება ვიკითხო? 5 წუთიც არ ექნება ამ სეზონში ნათამაშები 😀😀
ტიგო ცუდი ვარიანტი არასდროს არაა, თუმცა ტრავმებიი…. ერთი დაიმტვრა და მის მაგივრად კოჭლის მოყვანა მთლად ჭკვიანური არაა
ნაპოლიშიც ვერაფერს შვება ეგ, ლო სელსო მირჩევნია მაგას
შეიძლება მაგ ვარიანტიც კი. თან ეს რაფინოა უნდათ დეზებს და რო ჩართონ ტრანსფერში ლო სელსო მგონი არ იქნება უსაშველო გასაჩარხად.
ნაპოლიშიც ვერაფერს შვება ეგ, ლო სელსო მირჩევნია მაგას
ზელინსკი არ ახანგრძლივებსო იწერება და რო დაჩალიჩდნენ არა? ტიაგო კარგია მაგრამ ძაან ბევრს ტოვებს სეზონში თამაშს და ლაზარეთში ისეც არ გვაქვს ადგილი ამის საწოლი.
მე გამისწორდება ამის დაბრუნება
არა დნმ ნამდვილად აქვს,მაგრამ ასევე ოსტეოხონდროზი და რადიკულიტიც.
გავი ექიმის მერე ეგრევე დარბაზში მივიდა ბიჭებთან 😭😭 მაგას რა მოასვენებს არ ვიცი ცარიელი მებრძოლი სულია ბავშვიი👆
რომეუს ჭორს აღარ ჯობია???????????????
მაგარ შარში ვართ, გვეგონა სანაკრებო პაუზების შემდეგ ქულების დაგროვებას დავიწყებდით, რა გამოდის გავი დავკარგეთ, შტეგენს დისკომფორტი აქვსო და ვინ იცის რა დონეზეა საერთოდ. მაგრამ ნაკრებიდან რო გამოუშვებენ ცხადია ვერ არის კარგად საქმე.
ახლა არვიცი რა ფორმაშია 3 წლის წინ ძაან მაგარი სეზონი ქონდა, რომეუს და მსგავსი უკლასო იგროკების მოყვანას ამის დამატება ჯობია ოღონდ ზამთარში
იმედია ჭორია