workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქალების ჩემპიონთა ლიგა: ჩემპიონის წარმატებული სტარტი

ქალების ჩემპიონთა ლიგა: ჩემპიონის წარმატებული სტარტი

გუშინ სტარტი ქალების ჩემპიონთა ლიგის ახალმა გათამაშებამ აიღო და მოქმედმა ჩემპიონმა, “ბარსელონამ” 2023/24 წლების სეზონიც ჩვეულ სტილში დაიწყო.

კატალონიურმა გუნდმა პირველ ტურში “ბენფიკას” უმასპინძლა და ლისაბონური მეტოქე 5-0 გაანადგურა. “ოქროს ბურთის” ბოლო მფლობელებმა, ალექსია პუტელიასმა და აიტანა ბონმატიმ 2-2 გოლი გაიტანეს, წერტილი კი შეხვედრაში აზიზატ ოშოალამ დასვა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში “აინტრახტმა” “როზენგარდი” სტუმრად 2-1 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ A ჯგუფს “ბარსელონა” ლიდერობს.

“ბარსელონას” ქალების გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული 9 თამაშიდან ყველა მოიგო, უკანასკნელ სამ მათგანში კი 19 გოლი გაიტანა და კარი მშრალად შეინახა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 16 ნოე 2023, 20:21
    #9

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: ani-messi-goat
    დე იონგზე ახალი არაფერია?? არ ბრუნდება სანაკრებოს მერე?


    რაიოსთან დაბრუნდებაო ჩავიმ


    მადლობა ღმერთს.

  • nikusha
    schedule 16 ნოე 2023, 00:03
    #8

    ციტატა: JustBarcaLover
    სიტი სადღაც 30 მილიონს ითხოვს კანსელუში 30 მილიონზე ნაკლებად არ


    არადა თავიდან 20-25 მლნ იყო საუბარი

  • Rolex
    schedule 15 ნოე 2023, 23:50
    #7

    ციტატა: JustBarcaLover
    ფუ თქვენი არასწორი… დეკუმ ამ ზამთარს არიქნებაო ტრანსფერებიო


    უფრო ვერა.ვინ უნდა გავუშვათ რო ახალი დავარეგისტრიროთ?როკე მოყავთ ისედაც

  • Ferran7
    schedule 15 ნოე 2023, 23:08
    #6

    🚨 კამავინგამ დაზიანება უსმან დემბელესთან კონტაქტის შემდეგ მიიღო და იძულებული გახდა ვარჯიში დაეტოვებინა.
    კორონა ვირუსი ეს ჩემისა სხვას რო დაეტაკოს ეხა პატარაზე იმასაც გადასდებს ტრავმას😂😂😂😂😂

  • JustBarcaLover
    schedule 15 ნოე 2023, 22:27
    #5

    ნიუსებს თქვენ არ დებთ და მე მაინც ვახარებ ხალხს, კაროჩე დესტის გამოსყიდვა უნდა პსვს
    პედროს უთქვია ჩავი თუ დამიძახებსო მოვალო ეგრევე
    სიტი სადღაც 30 მილიონს ითხოვს კანსელუში 30 მილიონზე ნაკლებად არ გამოგვატანენ

    "ამ დღეებში ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ სიტყვები წარმავალია. მნიშვნელობა მხოლოდ ფაქტებს აქვს.

    და ეს მეორე ტაიმში უნდა ვაჩვენოთ,"
    შტეგოს უთქვამს შესვენებაზე

    ფუ თქვენი არასწორი… დეკუმ ამ ზამთარს არიქნებაო ტრანსფერებიო

  • me da barca
    schedule 15 ნოე 2023, 20:55
    #4

    ახლა სანაკრებო პაუზაა და ჯობია 1 კვირის ან 10 დღის მერე შემოვიდე, 5-6 ნიუსი დამიგროვდება და ბარემ ერთიანად წავიკითხავ. ხშირად მარტო კომენტარების კითხვა მიწევს, რადგან წასაკითხი მეტი არაფერია.

  • nikusha
    schedule 15 ნოე 2023, 19:10
    #3

    ციტატა: ani-messi-goat
    დე იონგზე ახალი არაფერია?? არ ბრუნდება სანაკრებოს მერე?


    სანაკრებოს მერე ბრუნდება

  • CHEPE
    schedule 15 ნოე 2023, 13:54
    #2

    ციტატა: ani-messi-goat
    დე იონგზე ახალი არაფერია?? არ ბრუნდება სანაკრებოს მერე?


    მაგან კიდე გაახურა საქმე რაა თუ მიიღო ვეღარ გამოდის თუ არადა კია ხოდზე სულ ძირითადში მიტო ილეწება შემცველი არ ყავს არსად წესიერი რომ დაასვენოს

  • ani-messi-goat
    schedule 15 ნოე 2023, 13:28
    #1

    დე იონგზე ახალი არაფერია?? არ ბრუნდება სანაკრებოს მერე?