გუშინ ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო თამაშები გაიმართა და ჯგუფური ეტაპის მონაწილე ყველა გუნდი გაირკვა. შესაბამისად ვიცით ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის, “ბარსელონას” ყველა პოტენციური მეტოქე.
“ბარსა” “ლიონთან”, “ვოლფსბურგთან” და “ჩელსისთან” ერთად განთესილთა შორისაა და ეს გუნდები ჯგუფში ერთმანეთთან ვერ მოხვდებიან. გარდა ამისა “ბლაუგრანას” მეტოქე ვერ იქნება ესპანური გუნდი, მე-3 კალათში მყოფი “რეალ მადრიდი”, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა.
“ბარსელონას” პოტენციური მეტოქეები:
მე-2 კალათა: პსჟ, ბაიერნი, სლავია, არსენალი;
მე-3 კალათა: იუვენტუსი, სენტ პოლტენი, როზენგარდი;
მე-4 კალათა: რომა, ციურიხი, ვლაზნია, ბენფიკა.
წილისყრა ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 14 ნოემბერს დაიწყება და მომდევნო წლის 31 იანვარს დასრულდება.
როგორც მე ვიცი არსენალი ვერ გავიდა ჯგუფურ ეტაპზე, აქ კი წერია,ალბათ რამე შეცდომაა
ნეტა როგორც ქალების იმედი გვაქვს იმის ნახევარი გვქონდეს კაცებში.