დღეს მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატმა აიღო სტარტი და ახალგაზრდა “ბარსელონელები” თავი პირველივე დღეს გამოიჩინეს.
ესპანეთის ნაკრები კანადას დაუპირისპირდა. “ფურია როხას” სასტარტო თერთმეტეულში “ბარსელონას” აკადემიის 6 წევრი ვიხილეთ: ექტორ ფორტი, პაუ კუბარსი, პაუ პრიმი, ჟუან ერნანდესი, კიმ ჟუნიენტი და მარკ გიუ. სწორედ ეს უკანასკნელი იქცა მატჩის გმირად.
2-0 მოგებულ შეხვედრაში მარკ გიუმ პირველი გოლი თავად გაიტანა, მეორე კი ასევე “ბარსას” ფეხბურთელს, კიმ ჟუნიენტს გაატანინა. გასაკვირი არაა, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მარკ გიუ დასახელდა.




ესენიღა დაგვრჩა იმის იმედად რო მალე პირველ გუნდში დაწინაურდებიან.
1400 ლარი მომაგებინა გიუს გოლმა ბარსაში😅🤗
რაც მაგ ბიჭმა პირველი შეხებით გააკეთა მაგაზე ღირებული არც რაფინიას და ტორესს გაუკეთებიათ. იმედია მეტ დროს მიიღებს და სკამზე დალპებიან რაფინია და ფერანი. ერთმანეთზე უმაქნისები არიან