ანსუ ფატიმ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “აიაქსს” გოლი მეორე მატჩშიც გაუტანა.
21 წლის შემტევმა, რომელიც “ბარსელონადან” “ბრაიტონშია” განათხოვრებული, ნიდერლანდური კლუბის კარი მე-15 წუთზე აიღო და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე ანსუმანემ ასისტიც მიითვალა და ინგლისელებმა 2-0 იმარჯვეს.
“ბრაიტონი” B ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილზე “მარსელია”, მესამეზე – აეკ-ი, “აიაქსი” კი ბოლო პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება ფატის – “ბრაიტონის” რიგებში მის ანგარიშზე 11 მატჩში 4 გოლი და 1 ასისტია.
კიი, განსაკუთრებით ასეთ გადაწყვეტილებებშია ყველაზე შორსმჭვრეტელი ჩვენი "ყოფილი" მაგარი ::მაესტრო:: – მწვრთნელის კურსები ეტყობა ბოლომდე არ დაამთავრა (მე ხომ გენიოსი ვარო) და ეხლა ვეღარ ტვინავს ეს უნიჭიერესი თაობა როგორ გამოიყენოს..
პ.ს. – დღევანდელი გადმოსახედიდან ჯობდა სადაც იყო იქ დარჩენილიყო!!!!
გვარდიოლა გვჭირდება ჰაერივით და ნეტავ დაბრუნდებოდეს..
ისე ცოტახანი ბარსაში ბ-ში უნდა ყოფილიყო თუნდაც ნახევარი სეზონი იამალი. და ანხელ ალაკრონის გამოყენებაც შეიძლება ბ გუნდიდან ასევე დანი როდრიგესის 19 წლამდელებიდან
კიი, განსაკუთრებით ასეთ გადაწყვეტილებებშია ყველაზე შორსმჭვრეტელი ჩვენი "ყოფილი" მაგარი ::მაესტრო:: – მწვრთნელის კურსები ეტყობა ბოლომდე არ დაამთავრა (მე ხომ გენიოსი ვარო) და ეხლა ვეღარ ტვინავს ეს უნიჭიერესი თაობა როგორ გამოიყენოს..
პ.ს. – დღევანდელი გადმოსახედიდან ჯობდა სადაც იყო იქ დარჩენილიყო!!!!
გვარდიოლა გვჭირდება ჰაერივით და ნეტავ დაბრუნდებოდეს..
კი
არადა ჰალამადრიდზე იამალზე კაიფობდნენ თავიანთი აზრით 🙂 იამალს ეძახიან უინტელექტოს ხოდა ყავდეთ ინტელექტიანი ხრუსტალი ეხლა 🙂
იამალმა მთავარია განაგრძოს განვითარება არ იზარმაცოს და ტრამვებმა არ შეაწუხოს და იქნება ერთერთი კაშკაშა შემდგარი საუკეთესო ვარსკვლავი ამ ეტაპზე მთავარია პროგრესი და სწორად მიცემა სათამაშო დროის/პრაქტიკის
ჩემი აზრით სამივე ხლამია, მარა ფერანი და რაფინიაც რო გაუშვა სადმე, ისინიც ითამაშებენ. ხავის დიდი წვლილია შემტევების ჩავარდნაში. აი დარწმუნებული ვარ ლევა რო გაუშვა ნებისმიერ გრანდში, 25 გოლს მაინც შეაგდებს. ეს ვერავის იყენებს.
და ბოლოს, კიდევ ერთი დადასტურება რო ფსკერზე ვართ, ექიმების შტაბი ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან რო ეპიდემიაა ეგეთი არსადაა. მარა დემბელე რომელმაც სისხლი გაგვიშრო, წავიდა და ტრავმა აღარ მიუღია, ფატიც ანალოგიური, უმტიტიც იგივე. აქ კიდე ფრენკი უტრავმო კაცი იყო, დაიმტვრა. ლევას ტრავმა არ მახსოვს და აქ აილეწა. მოკლედ ან ჯადო გვაქვს ან არაპროფესიონალების ბრბოა გუნდში, ელემენტარულ პრევენციას რო ვერ ახერხებენ ტრავმის
ამას უბრალო ენაზე კარმა ჰქვია, უფრო მეტს ელოდოს ლაპორტა თუნდაც მესის გაგდებისთვის და სუარესზე ლაპარაკიც აღარ ღირს.