“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავი ბოიან კრკიჩი ცოტა ხნის წინ კატალონიურ კლუბში დაბრუნდა.
ბოიანს იმ ფეხბურთელებისთვის თვალის დევნება დაევალა, რომლებიც “ბარსას” იჯარით ჰყავს გაშვებული, ან გამოსყიდვით უფლებით ჰყავს გაყიდული.
კრკიჩი თითოეულ ასეთ ფეხბურთელს აფასებს:
ანსუ ფატი
ბრაიტონიდან ძალიან ბედნიერი დავბრუნდი. მწვრთნელი და მისი სამწვრთნელო შტაბი ძალიან მომეწონა. მწვრთნელის თანაშემწეს, ანდრეა მალდერას ჩემი “მილანში” ყოფნის დროიდან ვიცნობ. ანსუ საიმედო ხელშია. მწვრთნელს მისი სჯერა. ის ძალიან ბედნიერია.
პაბლო ტორე
ის არის გუნდში, რომელიც ამ სეზონში დაფრინავს. გუნდში დიდი კონკურენციაა. პაბლო ჯერ პატარა ბიჭია, ჯერ ახლა იწყებს და ძალიან კარგი პროგრესი აქვს. მას მშვიდად ყოფნის საშუალება უნდა მივცეთ. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ტორე ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება. მისი დროც მოვა.
ხულიან არაუხო
მას მომდევნო კვირაში ვნახავ. ძალიან კარგად თამაშობს, განსაკუთრებით დაცვაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო დრო ეძლევა. მისი პროგრესი შესამჩნევია.
ერიკ გარსია
ერიკი ძალიან ბედნიერია. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. “ჟირონა” ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, ამ გუნდს კარგი მწვრთნელი ჰყავს.
ალექს ვალიე
ის ძალიან კარგად გამოიყურება. ამჟამად ტრავმა აქვს და მის სანახავად ორ კვირაში წავალ. “ლევანტეს” მწვრთნელის თანაშემწესთან, კიკე ალვარესთან კონტაქტი მაქვს და ვიცი, რომ გუნდში ალექსით ძალიან კმაყოფილები არიან.
კლემან ლანგლე
მისი თამაში ჯერ არ მინახავს, მაგრამ ამ ფეხბურთელს თვალს ყურადღებით ვადევნებთ. ცოტა სათამაშო დრო აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის შემობრუნებას მოახერხებს. “ასტონ ვილამ” სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გუნდში დიდი კონკურენციაა.
სერჟინიო დესტი
მას მეტი სათამაშო დრო აქვს, ვიდრე ადრე. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელისთვის ძალიან კარგია. ის თამაშობს პსვ-ში, ერედივიზონის ლიდერ გუნდში.
შადი რიადი
მისი სიტუაცია დანარჩენებისგან ცოტათი განსხვავდება, მაგრამ თვალს ამ ფეხბურთელსაც ვადევნებთ. ის ლა ლიგის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია.
"მისი თამაში ჯერ არ მინახავს, მაგრამ ამ ფეხბურთელს თვალს ყურადღებით ვადევნებ." გენაცვალე 😘
ანუ ამის თქმით ყველა გაშვებული ისეთ ფორმაშია რო ყველას დაბრუნება შეიძლება?
ვაა ეგებ დე ძერბის მოყვანაზეც დაფიქრდნენ
მე ვფიქრობ ფინანსური პრობლემაა..
ფინანსური პორბლემა არაფერ შუაშია ალბათ მთავარი პრობლემა ისაა რომ შუალედურები ახლოვდება და ვერ იცლიან
მე ვფიქრობ ფინანსური პრობლემაა..
მოიცა მწერლებს ხელფასი აქვთ თუ?
მე ვფიქრობ ფინანსური პრობლემაა..
დაბრუნდნენ დე იონგი და პედრი დაწერეთ მოკვდა საიტი რაარი ის მაინც გვითხარით რის გამოა ასეთი პრობლემაა ვიმსახურებთ ვიცოდეთ საიტზე რატოა ასეთი სიტუაცია