იააკობიშვილის მე-2 მშრალი თამაში და 19-წლამდელების მე-3 მოგება

იააკობიშვილის მე-2 მშრალი თამაში და 19-წლამდელების მე-3 მოგება

ცოტა ხნის წინ UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაში “ბარსელონასა” და “შახტარის” 19-წლამდელი გუნდების დაპირისპირება დასრულდა.

ფავორიტმა “ბლაუგრანამ” უკრაინელი სტუმრები 2-0 დაამარცხა და 3 მატჩში 3 მოგებით ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

მე-15 წუთზე ანგარიში “ბარსას” ახალწვეულმა, გერმანელმა ნოა დარვიხმა გახსნა, 85-ე წუთზე კი დანი როდრიგესის კარგი გარღვევისა და ჩაწოდების შემდეგ ხუან ფერნანდესმა გაიტანა.

“ბარსას” 19-წლამდელთა გუნდის კარში კვლავ 17 წლის ქართული ფესვების უნგრელი მეკარე არონ იააკობიშვილი იდგა, რომელმაც ზედიზედ მეორე მშრალი თამაში ჩაატარა.

გოლები

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    25 ოქტ 2023, 19:34

    მე მგონი მალე საქართველოს მოქალაქეობას შესთავაზებენ, რომელზეც ზრდილობიანად იტყვის უარს.