workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გოლების 70% კანტერანოების ანგარიშზეა

გოლების 70% კანტერანოების ანგარიშზეა

მიმდინარე სეზონში ”ბარსამ” 37 გოლი გაიტანა, ხოლო 26 მათგანი ”ლა მასიას” აღზრდილების ანგარიშზეა. 8 სხვა ფეხბურთელებმა გაიტანეს, ხოლო 3 მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.

სეზონის დასაწყისი უკვე გავლილია და კვლავ თვალშისაცემია კანტერანოების წამყვანი როლი და ”ბარსას” კარგი შედეგები. ”ბარსელონას” 21 ფეხბურთელიდან 11 ”ლა მასიას” აღზრდილია.

როგორც ყოველთვის მესი

ლეო მესი კვლავ აკეთებს განაცხადს იმაზე, რომ არამარტო გუნდის, არამედ პრიმერას და კონტინენტის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ამ დროისთვის ლეოს 14 გოლი აქვს გატანილი.

სესკის სიურპრიზი

გუნდის ახალწვეულმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და პრიმერას საწყისი ტურების ბომბარდირული რეკორდიც გაიმეორა. მან პრიმერას საწყის 4 ტურში გაიტანა გოლი, ხოლო ევროპის სუპერთასზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე 5 გოლია.

პედრო კვლავ იტანს

კანარის კუნძულელმა მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა. ერთი გოლი მან ”მესტალიაზე” შეაგდო, 2 გოლი კი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, ”მილანთან” და ”ბატესთან”.

გამტანი ნახევარმცველები

ჩავის ანგარიშზე 2 ზუსტი დარტყმაა, ხოლო ინიესტამ და ტიაგომ თავი თითო-თითოჯერ გამოიჩინეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward