workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ბარსელონელთა დღევანდელი სანაკრებო მონაგარი

ბარსელონელთა დღევანდელი სანაკრებო მონაგარი

დღეს დილით, გამთენიისას, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მონტევიდეოში ურუგვაიმ ბრაზილიას უმასპინძლა და 2-0 მოუგო. 

ურუგვაელებმა დარვინ ნუნიესისა და ნიკოლას დე ლა კრუსის გოლებით იმარჯვეს და ბრაზილია 2001 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს.

რონალდ არაუხომ მოედანზე 90 წუთი გაატარა. 

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს: გერმანია ფილადელფიაში მექსიკას დაუპირისპირდა. იულიან ნაგელსმანის გუნდი ანტონიო რიუდიგერის გოლით იგებდა, მაგრამ მალევე ურიელ ანტუნასა და ერიკ სანჩესის გოლებით ჩრდილოეთ ამერიკელები წინ გავიდნენ. საბოლოოდ, 51-ე წუთზე ნიკლას ფიულკრუგმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი 2-2 დასრულდა. 

ტერ შტეგენმა და ილქაი გიუნდოგანმა მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს.

გუშინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურში დანია სან მარინოს ესტუმრა და 2-1 დაამარცხა. დანიელები რასმუს ჰოილუნდის გოლით იგებდნენ, თუმცა 61-ე წუთზე სენსაციურად სან მარინომაც გაიტანა და ალესანდრო გოლინუჩიმ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა და იუსუფ პოულსენმა დანიას მოაგებინა. 

ანდრეას კრისტენსენს არ უთამაშია – “ბარსელონას” მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rolex
    schedule 19 ოქტ 2023, 00:58
    #7

    ნეიმარს ოპერაცია ჭირდება 6-8 თვე დაჭირდება მოსარჩენადო
    შემეცოდა

  • BarcaFan❤💙
    schedule 18 ოქტ 2023, 20:48
    #6

    ტებასი მიდის ლაოსი მოდის😀 ოღონდ ეს უფრო დიდ თანამდებობაზე მივა მერე ნახეთ თუ ტებასიც დარჩება

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 18 ოქტ 2023, 20:39
    #5

    ციტატა: C.PC5
    სანამ სათაური წავიკითხე ფოტომ გამიხეთქა გული🥲


    ციტატა: M10 S9 D11
    სანამ წავიკითხე გული გამისკდა კინაღამ რა ფოტოა ეს რა არი 😂😂😂😂


    ეიფორია…

  • LM10RG10
    schedule 18 ოქტ 2023, 19:30
    #4

    დაცვაში ოქეი,ბალდე დაბრუნდება და ბალდე-კრისტნსენი-არაუხო-კანსელუ იქნებიან,ცენტრში რომეუც გვყავს,გავიც,გიუნდიგანიც და პედრიც ბრუნდება,მაგრამ შეტევაში რას ვშვებით?!😀

  • M10 S9 D11
    schedule 18 ოქტ 2023, 18:26
    #3

    სანამ წავიკითხე გული გამისკდა კინაღამ რა ფოტოა ეს რა არი 😂😂😂😂

  • nika 54
    schedule 18 ოქტ 2023, 18:07
    #2

    ასახელეს ბარსელონა? ვინი რო გაამწარეს მაგაზე ეკუთვნით მადლობა. არაუხოსაც და "მადრიდელ" ვალვერდესაც.

  • C.PC5
    schedule 18 ოქტ 2023, 17:53
    #1

    სანამ სათაური წავიკითხე ფოტომ გამიხეთქა გული🥲