ოქროს ბურთის გამარჯვებულები ლეო მესი და აიტანა ბონმატი არიან | Sport

ოქროს ბურთის გამარჯვებულები ლეო მესი და აიტანა ბონმატი არიან | Sport

Sport-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მფლობელების ვინაობა დაასახელა. 

წყაროს ცნობით, მამაკაცებს შორის ჯილდოს ლიონელ მესი დაეუფლა, ხოლო ქალებს შორის – “ბარსელონას” ნახევარმცველი აიტანა ბონმატი. ფეხბურთელებს ამის შესახებ პირადად აცნობეს.

არგენტინელი ფეხბურთელი მერვე ოქროს ბურთს მოიგებს და საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს, ასევე ის პირველი გამარჯვებული გახდება, რომელიც ევროპის კონტინენტზე არ თამაშობს. 

რაც შეეხება აიტანას, 25 წლის მოთამაშე პირველ ოქროს ბურთს მოიგებს. ის წელს უეფასა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთსო ფეხბურთელადაც დასახელდა. 

ოქროს ბურთის დაჯილდოება 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • barsamesia
    19 ოქტ 2023, 16:03

    წელს არ იმსახურებდა კი არა, მესი საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს მაგ გამოკითხვაში, მესიმ ფეხბურთს იმდენი რამ შესძინა, და რომ პლანეტაზე ყველა ფეხბურთელზე (და არა მარტო ვინც თამაშობს, ვისაც უთამაშია) მაღლა დგას, ოლიმპზე, ამიტომაც ის განუმეორებელია, მარადიულია და სანამ ფეხბურთი იარსებებს, ყველა თაობაში მასზე ილაპარაკებენ, მას მოიგონებენ, ის ფეხბურთის მოყვარულთა გონებაში სულ დარჩება – მესი!

  • Rolex
    18 ოქტ 2023, 12:51

    ამ ამბის შემდეგ რონალდო ყველაზე ხმამაღლა იყვირებს გოლის დროს იმ თავის საფირმო პერესობას და გაპარჭყავს ხელებს.ეგ იქნება დასამახსოვრებელი აწი მაგისგან.იმედია გადაიტანა ეს ამბავი და ჯანმრთელობას არაფერი ავნო

  • me da barca
    18 ოქტ 2023, 10:03

    მესის სახელობის ოქროს ბურთი.
    საუდის არაბეთში, ერთერთ მდიდრულ სახლთან 2 სასწრაფო დახმარების მანქანა ერთდროულად გამოიძახეს.
    მდიდრებიც ტირიან. sob

  • mari
    18 ოქტ 2023, 07:33

    ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ რონალდუს ფოტოც მოგეყოლებინათ პოსტზე ::დდდ
    smile smile smile smile smile
    აბა რაა, კენტ რიცხვზე გაჩერება არ ვარგა – დააწყვილა მეფემ!!!

  • nika 54
    17 ოქტ 2023, 22:11

    მახსენდება 2019 წელს მე-6 ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ჟურნალისტები რონალდუს შემოეხვიენ და ერთი კითხვა ისმოდა მხოლოდ, დასრულდა ბრძოლაო. რონალდუ ისე გაცხარდა ხმამაღლა პირდაპირ იყვირა: არა, ყველაფერი ეხლა იწყებაო.
    მის შემდეგ ლეომ კიდევ ორჯერ მოიგო ეს ბურთი და რონალდუ საერთოდ გაჩუმდა ამ თემაზე.

  • Frenkie de Jong_
    17 ოქტ 2023, 20:56

    რა გაუძლებს ჰეითერეეებს smiley smiley

  • M10 S9 D11
    17 ოქტ 2023, 19:36

    ყველა დროის საუკეთესო ❤️❤️❤️❤️

  • C.PC5
    17 ოქტ 2023, 18:46

    მესის მერვე ბურთი გასაგებია, მსოფლიოზე ჩემი აზრით ისტორიაში საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა, გოლები, ასისტები, დრიბლინგები და ზოგადად ის ემოცია რასაც ანიჭებდა მაყურებელს ყოველ ჯერზე ბურთის მიღებისას, პესეჟეშიც წინასთან შედარებით გასული სეზონი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ემელესშიც რაც ითამაშა იფრინა, მოკლედ დაიმსახურა, ჰალანდმა გოლები თუ გაიტანა მაგისთვის მიიღო ოქროს ბუცი და მორჩა. აი ბონმატის მოგება საერთოდ ცალკე თემაა ჩემი აზრით, სადაც ითამაშა ყველგან საუკეთესო იყო ცალსახად, მითუმეტეს რომ გუნდის და ნაკრების ლიდერი ალექსია ჯერ დამტვრეული იყო, მერე მსოფლიოზეც არ იყო ფორმაში და ამ გოგომ ისე გადაიბარა ლიდერობა ვითომც არაფერი, მოკლედ ძაან დომინანტურად მოიგო ეგ ჯილდო და კაია რომ ბარსას ფეხბურთელები აგრძელებენამ ტიტულზე დომინირებას❤️🙌

  • CHEPE
    17 ოქტ 2023, 18:44

    აბაა რაა ვინ თუ არა ბარსელონელები😃😜🤣🤣 ბონმატი პუტელასის გზას გადის იმენა მაგარია რაა ცოტა ინიესტასავით გვიან მაგრამ რაც მთავარია 25 წლის ასაკში უკვე კარგი შედეგია

  • Iniesta_8
    17 ოქტ 2023, 18:32

    ციტატა: JustBarcaLover
    ყველა მადრისტა იძახის რო მესი არიმსახურებსო წელს ოქროს ბურთს არადა მოდრიჩს მარტო იმის გამო მოსცეს რო მსოფლიოზე იფრინა და მესიმ არამედ იფრინა მოიგო მსოფლიო


    არაფერი უფრენია მოდრიჩს მსოფლიოზე. ჯგუფური ეტაპის მერე რაკიტიჩი უფრო კარგი იყო ვიდრე მოდრიჩი. დანიასთან უმნიშვნელოვანესი პენალტი გააფუჭა, ფინალში ვერაფერი ქნა. ჯგუფში არგენტინასთან, ნიგერიასთან და ისლანდიასთან ითამაშა კარგად და დანარჩენი პერესის პიარის ამბავი იყო. ლიგა რომ მოიგო მაგანაც დიდი წვლილი ითამაშა, მარა რონალდუ რომ დარჩენილიყო რეალში შანსი არ ექნებოდა მოდრიჩს.

  • JustBarcaLover
    17 ოქტ 2023, 17:15

    ყველა მადრისტა იძახის რო მესი არიმსახურებსო წელს ოქროს ბურთს არადა მოდრიჩს მარტო იმის გამო მოსცეს რო მსოფლიოზე იფრინა და მესიმ არამედ იფრინა მოიგო მსოფლიო

  • Iniesta_8
    17 ოქტ 2023, 16:23

    ჰოლანდი ჰყავს ერათადერთი კონკურენტი და როცა გოლები გააქვს კი მაგარია, მარა როცა გოლი ვერ გაქვს იმენა 0 ყველა თამაშში. ვიღაცას ხოარ გახსენებთ 😀 რამდენ მნიშვნელოვან თამაშში საერთოდ ვერაფერი ქნა. დე ბრუინზე და როდრიზე უკეთ ნაღადად არ უთამაშია ჰოლანდს ბოლო 1 წელი. მარტო გოლი არა ფეხბურთი მაგისთვის ოქროს ბუცი არსებობს და არა ოქროს ბურთი. დე ბრუინმა რომ მოიგოს ეგეც არ მეწყინება, მესის ვერავინ დაეწევა სანამ ფეხბურთი ასეთი სახით იარსებებს.

  • Barca1980
    17 ოქტ 2023, 16:12

    8-5 , ველოდები არაბეთის "პრინცის" რეაქციას !!!