ცოტა ხნის წინ Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა. განახლება შეეხოთ “ბარსელონას” ფეხბურთელებსაც.
ყურადღებას იქცევს ლამინ იამალის ფასი. აგვისტოს შემდეგ ახალგაზრდა ტალანტის ღირებულება გაორმაგდა და 50 მილიონი ევრო გახდა.
16 წლის იამალი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლის ფასმაც 50 მილიონ ევროს მიაღწია.
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ლამინმა “ბარსელონაში” უკვე 12 თამაშის ჩატარება მოასწრო. მის აქტივში 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. 16 წლის შემტევმა ესპანეთის ნაკრებში 2 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
100 ზეც მალე ავა. მთავარია განვითარება არ შეწყვიტოს
ბავშვებმა მაინც დაამყარონ რეკორდები.
სხვა რეკორდი გუნდს 2017 წლის მერეა არ დაუნყარებია
რეკორდები კარგია, უფრო კარგია როცა ეს ყველაფერი გუნდის წინსვლაზე აისახება.
ისე რომ ვაკვირდები ახალ-ახალი ბავშვებით სულ ახალ რეკორდებს ამყარებს ბარსა, ასე თუ გაგრძელდა მალე ბაღის ასაკის ბავშვებს გამოიყვანენ ახალი რეკორდებისთვის😆